27მაი,2022
სლოვაკი პროფესორის Erasmus+ მობილობა საბაუნიში
2022 წლის 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით სულხან-საბა ორბელიანის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პავოლ ლაბუდა.
სასწავლო მობილობის ფარგლებში პროფესორმა ლაბუდამ ლექციები ჩაატარა თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მან ასევე საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის თემაზე: „ადამიანის ემბრიონის სიცოცხლის უფლებების კონცეპტუალური ანალიზი“. “ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართველ კოლეგებთან შეხვედრა და სხვადასხვა თემის ირგვლივ საუბარი. ასევე ძალიან მოხარული ვარ რომ მქონდა საშუალება საჯარო ლექცია წამეკითხა საბაუნის სტუდენტებთან და მემსჯელა ისეთ თემებზე, რომლებიც აქამდე სტუდენტებთან არ განმიხილავს”- აღნიშნა პროფ. ლაბუდამ.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა პროფესორმა გამართა სამუშაო შეხვედრები ფაკულტეტის დეკანთან და წარმომადგენლებთან, ისაუბრეს თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებსა და სახეებზე.
„ვფიქრობ, ერასმუს+ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი არის ის რომ პროგრამა გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ განსხვავებები (კულტურული, საგანმანათლებლო სისტემებში) სხვადასხვა კულტურის ადამიანებმა ერთმანეთში, რომელიც შემდგომში დაგვეხმარება ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალიზაციის პერიოდში ურთიერთგაგების ხიდების გადება კულტურათა შორის- პავოლ ლაბუდა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015 წლიდან არის ჩართული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროექტში. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავს პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას ევროკავშირის ქვეყნებსა და არა ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის.