15მარ,2024
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში -20 საათი (ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე მორგებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 1
სტაჟირების ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
● პერსონალის მართვის პროცესებში ჩართულობა;
● პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და ჩართულობა;
● პერსონალის სამოტივაციო და განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
● პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტირებაში ჩართულობა;
● საარქივო დოკუმენტაციის მოწესრიგება/დახარისხება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● განათლება: საბაუნის ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
● MS Word, Excel - ცოდნა.
პიროვნული უნარები:
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● დეტალებზე ორიენტირების უნარი;
● გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 მარტამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და შეავსეთ მონაცემები ბმულზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.