06დეკ,2023
სტაჟირება PR-ისა და მარკეტინგის სამსახურში
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას PR-ისა და მარკეტინგის სამსახურში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში - 20 სთ (ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე მორგებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 2
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟიორი ჩაერთვება:
- ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;
- კონტენტის იდეების გენერირებისა და განხორციელების პროცესებში (Tik-Tok, Facebook, Instagram);
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში;
ვის ვეძებთ?
- თუ ხარ მოტივირებული
- გაინტერესებს PR და მარკეტინგი
- გსურს სფეროში საინტერესო გამოცდილების მიღება
- ხარ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების საქმის კურსში
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
რას გთავაზობთ?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- მარკეტინგისა და PR -ს სამსახურის უფროსისგან თეორიული და პროქტიკული ცოდნის გაზიარებას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „PR-ისა და მარკეტინგის სტაჟიორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2023 წლის 12 დეკემბერი.