13მარ,2026
სტატიების მიღება საიუბილეო კრებულისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს სტატიების მიღებას ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებულისთვის შემდეგი მიმართულებით:
- ეკლესიის ისტორია;
- საეკლესიო და კანონიკური სამართალი;
- სამართლის ისტორია;
- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია;
- ეკონომიკის ისტორია.
ნაშრომისთვის წაყენებული ფორმალური მოთხოვნები: 12-15 გვერდი, Sylfaen 12/10, ხაზების ინტერვალი 1.15/1.0, მინდვრები - 2-2-2-2 სმ. წყაროების დამოწმება კიდური აღნიშვნებით, ყოველი გვერდის ბოლოს. აკადემიური წყაროები მიეთითება შემოკლებული ფორმით (გვარი, წელი, გვერდი). თითოეულ ნაშრომს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია მხოლოდ აკადემიური წყაროების მითითებით.
სტატიის გამოგზავნა შეუძლიათ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და მოწვეულ ლექტორებს. მსურველებმა 31 მარტამდე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი, ნაშრომის სათაურისა და აბსტრაქტის მითითებით:
შერჩეული აბსტრაქტების ავტორებთან დაკავშირება არაუგვიანეს 6 აპრილისა.
სტატიის წარდგენის ბოლო ვადა: 20 აგვისტო.
ნაშრომების რეცენზირება :
აგვისტო-სექტემბერი;
რედაქტირება: ოქტომბერი-დეკემბერი;
კრებულის გამოქვეყნება 2027 წლის იანვარი.
დამატებითი კითხვებისთვის: pdil@sabauni.edu.ge