07იან,2026
სტუდენტური კონფერენცია - „თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“. კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემურ საკითხებსა და მისი გადაჭრის გზებს.
გაიარეთ რეგისტრაია ბმულზე: https://forms.gle/aBiQnFcPdksCensT8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 იანვარი. აბსტრაქტი უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა აღნიშნულ მეილზე: adlcenter@sabauni.edu.ge
გადარჩეული აბსტრაქტების ავტორები მიიღებენ მეორე ეტაპზე გასვლის მეილს დასრულებული ნაშრომების ვადაა: 2026 წლის 8 მარტი.
წარმატებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ მეილს.
გადარჩეული ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 14 მარტს დღის 11 საათზე. დღის წესრიგს მონაწილეებს გაეგზავნებათ არაუგვიანეს 12 მარტისა.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-12 წუთისა, კითხვა- პასუხისთვის განესაზღვრებათ დამატებითი დრო 5 წუთი.
- სამუშაო ენა: ქართული;
- კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე;
- მიიღება მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
კონფერენციის ჩატარების ადგილი : კ. ქუთათელაძის 3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.