20ოქტ,2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი საერთაშორისო კონფერენციას AMEE 2023-ს დაესწრო
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ჯილდა ჭეიშვილი, მსოფლიოს სამედიცინო კალენდარში არსებულ ყველაზე დიდ მოვლენას, AMEE 2023-ს დაესწრო.
მე-7 საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო - Faculty Development in the Health Professions.
AMEE-ს ყოველწლიური კონფერენცია, თანამშრომლობის ქსელის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით აერთიანებს პროფესიონალებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ინსტიტუციებს და ორგანიზაციებს ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორიდან.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის (AMEE) ასოცირებულ წევრია.
AMEE 2023-ს, 26-27 აგვისტოს, გლაზგომ უმასპინძლა.