31აგვ,2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტთა ქცევის კოდექსი
საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტთა ქცევის კოდექსის პროექტი.
საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სტუდენტთა ქცევის კოდექსის დამტკიცებამდე, დეტალურად გაეცნონ კოდექსის შინაარსს და წარმოადგინონ მოსაზრებები.
კოდექსის შექმნის პროცესში, საბაუნის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა საბაუნის ორმა სტუდენტმა (გიგა ილურიძემ და ცისანა მკალავიშვილმა) მიიღო. განათლების სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში მათ მოამზადეს სტუდენტთა ქცევის კოდექსის საკუთარი ხედვა, რომელიც შემდგომში გააცნეს საბაუნის ადმინისტრაციასაც, რის საფუძველზეც უნივერსიტეტმა დაიწყო ცვლილებების პროექტზე მუშაობა სტუდენტების ჩართულობით.
დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე - სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტთა ქცევის კოდექსის პროექტი.