03მაი,2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა რუჟომბეროკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რადოსლავ ლოიანს უმასპინძლა
25-29 აპრილს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა რუჟომბეროკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რადოსლავ ლოიანს უმასპინძლა. სლოვაკი პროფესორის ვიზიტი ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.
ერთკვირიანი მობილობის ფარგლებში რადოსლავ ლოიანი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და თეოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს. ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. გოჩა ბარნოვთან შეხვედრისას კოლეგებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, მიმოხილულ იქნა საერთო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც.
„მქონდა საინტერესო შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, ვისაუბრეთ ახლანდელ გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე. გარდა პერსონალისა და სტუდენტების გაცვლისა, მომავალში ვითანამშრომლებთ ერთბლივი გამოცემების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის ჩვენს პარტნიორობას“ - რადოსლავ ლოიანი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს რუჟომბეროკის უნივერსიტეტთან. ამასთან, საბაუნის სტუდენტებს Erasmus+ და FUCE პროგრამების მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრი სლოვაკეთში, რუჟომბეროკის უნივერსიტეტში გაატარონ.