08მაი,2023
თამარ ქობულაძეს ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ქობულაძემ, მონაწილეობა მიიღო ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) გამართულ ,,Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში.
კვირეულის ფარგლებში განიხილეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი:
• სწავლების პროცესში ინოვაციები;
• მდგრადი განვითარება.
ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 23 ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი.
Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, ტრენინგებით და მასტერკლასებით დატვირთული ძირითადი პროგრამის პარალელურად, მოიცავდა:
• ,,ამობრუნებული საკლასო ოთახის" სადემონსტრაციო ლექციას;
• საუნივერსიტეტო კამპუსის, ეკოლოგიურად სუფთა შენობების - ლაბორატორიებისა და ობიექტების მონახულებას და ტექნიკური აღჭურვილობის (BIM, smart grids, etc) დემონსტირებას;
• სწავლების თანამედროვე ტექნიკებისა და ინოვაციური სოციალური პროექტების გაცნობას;
• და რაც მნიშვნელოვანია უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და გაღრმავებას.