
09ოქტ,2025
თანამშრომლობის მემორანდუმი კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკურ უნივერსიტეტთან
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკურ უნივერსიტეტთან (Catholic University of Applied Sciences – Katho, გერმანია).
მემორანდუმის მიზანია ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავება და მრავალმხრივი თანამშრომლობა, რაც მოიცავს:
- სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას;
- ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას;
- საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებსა და პერსონალს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. გერმანულ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით,“ - ნათია შეყილაძე, საბაუნის კანცლერი.