21აპრ,2023
თავისუფლება ისე არ მოდის…
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ,,ორბელიანის აკადემია" აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე ,,თავისუფლება ისე არ მოდის…" რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-10-11-12-კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის პირობები
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეის ხელშეწყობას და კრიტიკული აზროვნების წახალისებას უფროსკლასელებში. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა, არგუმენტირებული მსჯელობა და ანალიზი საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე.
ნაშრომის წარდგენისას კონკურსანტებმა უნდა დაიცვან შემდეგი სტანდარტები:
- ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
- სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 1500
- ესე უნდა მოიცავდეს სათაურს
- ფორმატი: Word/PDF
- ფონტი: Sylfaen
- შრიფტის ზომა: 12
- სტრიქონებს შორის მანძილი: 1.5
-არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს/საჭიროების შემთხვევაში მითითებული იყოს გამოყენებული წყაროები;
- სტატია უნდა მოიცავდეს ავტორის არგუმენტირებულ მსჯელობას/ანალიზს.
არასრულად შესრულებული ესეები საკონკურსოდ არ განიხილება!
კონკურსში მონაწილეობის მსურველს შეუძლია მხოლოდ 1 ესეს გამოგზავნა შემდეგ ელ-ფოსტაზე: ss@sabauni.edu.ge 12 მაისს 18:00 საათამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ესეების კონკურსი.
ნამუშევარს თანდართული უნდა ჰქონდეს:
1. კონკურსანტის სახელი და გვარი.
2. ელ.ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
3. საგნმანათლებლო დაწესებულების დასახელება და კლასი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე, ნაშრომების მიღების შემდეგ ესეებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური და გამოავლენს 10 საინტერესო ნაშრომის ავტორს. მომდევნო ეტაპზე, 10 საუკეთესო ნაშრომიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით. ათივე კონკურსანტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.