05მაი,2023
Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული ლექტორები (მარიამ ელიაძე და ლია გელაშვილი) და სტუდენტები (თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი-დავით ბარბაქაძე, თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი-სოფიო ნებიერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი-ჯემალ გაბიტაშვილი) მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them მეორე ეტაპი ჰერდორფში (გერმანია), 30 აპრილი-4 მაისი დროის შუალედში მიმდინარეობს, სადაც საკონფერენციო მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა, ხოლო პროფესორებმა მოდერაცია გაუწიეს პანელურ დისკუსიებს.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის მიზანია:
• დემოკრატიის საფრთხეების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემატიკის აქტუალიზაცია და მისი პრობლემის წარმოჩენა თეოლოგიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებში;
• მოცემული პროცესების გაანალიზება პოზიტიურ და ნეგატიურ ჭრილში საქართველოში, პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
• საერთაშორისო საზოგადოებაში სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართვა და უფრო სიღრმისეულად დაინტერესება;
• პროექტის მონაწილეთა უცხო ქვეყნის ისტორიის, პოლიტიკური და რელიგიური თავისებურებების შესწავლა/შემეცნება და ინტერკულტურული ურთიერთობების დამყარება.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის ორგანიზატორები არიან: კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო) და ერფურტის უნივერსიტეტი (გერმანია).
საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოხსენება წარადგინეს პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო შემდეგი ეტაპი გაიმართება საფრანგეთში.