
23ივლ,2025
ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025 წლის 22 ივლისიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. პროფესორი აფილირების პირობით ფილოსოფიის (გამოყენებითი ფილოსოფიისა და განათლების ინტერდისციპლინური კვლევების) მიმართულებით (1 ვაკანტური ადგილი);
2. ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით (1 ვაკანტური ადგილი);
ასოცირებული პროფესორი აფილირების პირობით კონფლიქტოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანტური ადგილი);
3. ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (1 ვაკანტური ადგილი);
4. ასისტენტი აფილირების პირობით განათლების მეცნიერების (უპირატესად განათლების მეცნიერებაში ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის) მიმართულებით (1 ვაკანტური ადგილი);
თუ კანდიდატი ვერ დააკმაყოფილებს გამოცხადებულ მოთხოვნებს ის ვერ აირჩევა აკადემიურ თანამდებობაზე
. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმი:
პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბ) დამატებითი კრიტერიუმები:
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
➢ სასწავლო კურსის სილაბუსი;
➢ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
➢ საერთაშორისო გამოქვეყნებები;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV ქართულ და ინგლისურ ენებზე) დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ დანართი 1.1 და 1.2);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
თ) სასწავლო კურსის სილაბუსი;
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
• ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
• ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .
ა) პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;
ბ) ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ვ) ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირი უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერი (ციცინო ხითარიშვილი), ტელ.: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge.
საბუთების მიღება განხორციელდებაა 2025 წლის 25 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ.: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2025 წლის 1-2 სექტემბერს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 3 სექტემბერს.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.