02ივლ,2025
ტრენინგი – კლინიკური კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების სამუშაო ადგილზე დაფუძნებული შეფასება
2025 წლის 15 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ლექტორები წარმატებით გადამზადდნენ თანამედროვე მედიცინის განათლებაში არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში – კლინიკური კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების სამუშაო ადგილზე დაფუძნებულ შეფასებაში (Workplace-Based Assessment – WBA), რომელიც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა CBD (Case-Based Discussion), DOPS (Direct Observation of Procedural Skills) და Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise).
ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტის – დოქტორი მუჰამად შაბბირის ხელმძღვანელობით (Muhammad Shabbir, MBBS, FCPS, CHPE, DHPE, ESME Assessment), რომელიც მოღვაწეობს როგორც შაქრას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის ასისტენტ-პროფესორი (შაქრა, საუდის არაბეთი).
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზაზე და
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა კლინიკური უნარების უფრო ეფექტურ და მიზნობრივ შეფასებას, რაც საბოლოოდ აისახება პროგრამის ხარისხზე და პროფესიულ მზაობაზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების და შეფასების მეთოდებში
პროგრამის განმახორციელებლი პერონალის განვითარებას და მედიცინის განათლების სფეროში ლიდერობის განმტკიცებას საქართველოში.
გალერეა