15დეკ,2023
წიგნის - ,,ეთოსის თავისუფლების" ქართული თარგმანის პრეზენტაცია
საბაუნიში გაიმართა ხრისტოს იანარასის წიგნის - ,,ეთოსის თავისუფლების" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
წიგნი ქართულად გურამ ლურსმანაშვილმა თარგმნა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტმა გამოსცა.
ხრისტოს იანარასი ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი და თეოლოგია, ხოლო ,,ეთოსის თავისუფლება” კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და საინტერესო მონოგრაფიაა.