28ნოე,2019
წიგნის "მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალია" პრეზენტაცია
27 ნოემბერს საბაუნიში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი - ,,მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალია (ისტორიული, კანონიკური და სამოძღვრო პერსპექტივები)“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტმა.
წიგნის ინგლისური ვერსია რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წმინდა ანდრია მოციქულის ორდენის მიერ, სტატიათა კრებულის სახით გამოიცა.
სადაც, შეგიძლიათ გაეცნოთ თეოლოგთა, მოძღვართა, ისტორიკოსთა თუ სხვა დარგების წარმომადგენელთა მიერ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ შეხედულებებს, რაც დამატებით მრავალფეროვნებას სძენს კრებულს.
ქართულენოვანი გამოცემა გოჩა ბარნოვისა და გურამ ლურსმანაშვილის რედაქტორობით შესრულდა.
სტატიები თარგმნეს: გურამ ლურსმანაშვილმა, ნათია მამუკაშვილმა, დიმიტრი გეგენავამ, ალექსანდრე გაბუნიამ, თეიმურაზ ბუაძემ, გიორგი სიორიძემ და გოჩა ბარნოვმა
გამოცემას დართული აქვს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისადმი გადაცემული ავტოკეფალიის ტომოსის ქართული ვარიანტი, რომელიც დედანიდან ირინე გარაყანიძემ თარგმნა.