01მაი,2026
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორი, დიეგო ვასკეს ვილამედიანა Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს სტუმრობდა.
ვიზიტი მოიცავდა ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შემდეგ თემებზე: ხედვიდან მოქმედებამდე (თუ როგო გარდავქმნათ კომპანიის ხედვა და მიზნები გაზომვად მიზნად) და კომპანია ზარას წარმატების ისტორია და ფაქტები.
ლექციების მიღმა, პროფესორმა ვასკესმა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებული პირებისთვის გამართა საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და იქ სწავლის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საერთაშორისო სემესტრზე ვაჭრობის მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
ესპანელ სტუმრებს ასევე შეხვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამთა მიქაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ვალიადოლიდის უნივერსიტეტთან 2017-2018 სასწავლო წლიდან თანამშრომლობენ და ამ დროის მანძილზე ათეულობით სტუდენტმა და პერსონალმა ისარგებლა მობილობის პროგრამით.