
ტრენინგ კურსები
1. პირველადი გადაუდებელი დახმარება (Basic Life Support - BLS)
2025 წლის 27 მაისს, საერთაშორისო კონფერენციის – „სამედიცინო განათლების გამოწვევები 2025“ – ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე: პირველადი გადაუდებელი დახმარება (Basic Life Support - BLS).
ვორქშოფი წარიმართა აშშ-ის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის (AHA) სერტიფიცირებული ინსტრუქტორის, ნინო კასრაძის (MD, MPH, AHA BLS Instructor) ხელმძღვანელობით.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო სპეციალური მულაჟები როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა მოდელით. მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავვლეს გადაუდებელი დახმარების ძირითადი უნარ-ჩვევები, მათ შორის:
- გულმკერდის კომპრესიის სწორად შესრულება
- პულსის შეფასების ტექნიკა
- სასიცოცხლო ნიშნების პირველადი შეფასება
- გადაუდებელ შემთხვევებში მოქმედების თანმიმდევრობა
ვორქშოფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტუდენტების და მონაწილე პროფესიონალების პრაქტიკული უნარების გაღრმავებაში და მათი მზადყოფნის ამაღლებაში რეალურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია უნივერსიტეტის მიერ ხარისხიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების უზრუნველსაყოფად.
2. ტრენინგი – კლინიკური კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების სამუშაო ადგილზე დაფუძნებული შეფასება
2025 წლის 15 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ლექტორები წარმატებით გადამზადდნენ თანამედროვე მედიცინის განათლებაში არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში – კლინიკური კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების სამუშაო ადგილზე დაფუძნებულ შეფასებაში (Workplace-Based Assessment – WBA), რომელიც მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა CBD (Case-Based Discussion), DOPS (Direct Observation of Procedural Skills) და Mini-CEX (Mini Clinical Evaluation Exercise).
ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტის – დოქტორი მუჰამად შაბბირის ხელმძღვანელობით (Muhammad Shabbir, MBBS, FCPS, CHPE, DHPE, ESME Assessment), რომელიც მოღვაწეობს როგორც შაქრას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის ასისტენტ-პროფესორი (შაქრა, საუდის არაბეთი).
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა კლინიკური უნარების უფრო ეფექტურ და მიზნობრივ შეფასებას, რაც საბოლოოდ აისახება პროგრამის ხარისხზე და პროფესიულ მზაობაზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების და შეფასების მეთოდებში პროგრამის განმახორციელებლი პერონალის განვითარებას და მედიცინის განათლების სფეროში ლიდერობის განმტკიცებას საქართველოში.
გალერეა

