05ნოე,2021
2020-2021 წლის სტიპენდიანტების გამოვლენა
საბაუნი იწყებს 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტების გამოვლენას.
სტიპენდიანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
აკადემიური მოსწრება - 65 ქულა (აკადემიურ მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად: ინგლისური ენა - რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს), ასევე კურუკულუმსგარე აქტივობების კრიტერიუმი - ფასდება 35 ქულით.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით
სტიპენდიანტობის მსურველებმა ელექტრონული ფორმა უნდა შეავსოთ 10 ნოემბრის ჩათვლით.
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტოვობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრში მიმდინარე აქტივობები.
შენიშვნა: სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისურ ენაში ქონდეთ მინიმუმ 81 ქულა.
წარმატებას გისურვებთ !