21სექ,2022
Erasmus+ კონკურსი სტუდენტებისათვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
Erasmus+ პროგრამის მიხედვით, სტუდენტი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მის მგზავრობის ხარჯებს (საქართველო - საფრანგეთი-საქართველო).
გრანტი არ ფარავს:
- სავიზო მოსაკრებელს
- დაზღვევას (როგორც ჯანმრთელობის, ასევე სამგზავრო დაზღვევას)
საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნით, ფრანგული უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტებისაგან ითხოვენ შემდეგი სამედიცინო ფორმების შევსებას: ფორმა 1, ფორმა 2. სამედიცინო ფორმები ივსება სტუდენტის შერჩევის შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც:
- აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი
- არ აქვთ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს
- ორივე საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
სტუდენტების მობილობა განხორციელდება 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრზე.
შენიშვნა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება რადგან მობილობა განხორციელდება 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრზე. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი აიღებს დამატებით სემესტრს და მობილობის დასრულების შემდეგ სასწავლებლად დაუბრუნდება საბაუნის. (გთხოვთ გაიაროთ დეტალები ფაკულტეტის დეკანთან).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV ინგლისურად (სასურველია europass ფორმატში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500 სიტყვის ფარგლებში)
- რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის ან პროფესორის)
- აკადემიური მოსწრების ბარათი (შესაძლებელია ბაზიდან ჩამოტვირთული ფორმატი, ხელმოწერის გარეშე, სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ ბაკალავრის დიპლომის დანართი. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების შედეგებიც)
- ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) (არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ენების ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე)
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ ICM Lille
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 6 ოქტომბერი - საბუთების გადმოგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში
- 7 ოქტომბერი - ტესტირება უცხო ენაში
- 10 ოქტომბერი აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში
ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ
სტუდენტების მხარდამჭერი პაკეტები
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ir@sabauni.edu.ge ტელ.: +995 32 2422242/115 ან მობრძანდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ოთახი 407 (მეოთხე სართული)
დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2022 წლის 28 სექტემბერს, სამშაბათს 18:00 საათზე.