27აპრ,2023
Erasmus+ სტუდენტების მობილობა კადისის უნივერსიტეტში
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:04/27/2023
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2023 წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სამართლის და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს.
• შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
• დამამთავრებელი კურსის /სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს)
• სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
გრანტი:
ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო
მგზავრობა: 820 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, რომელიც გასცემს ვიზებს, ამისათვის საჭიროა თურქეთში წასვლა.
სამართლის ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია (კამპუსი მდებარეობს ხერესში)
ბიზნესის ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია
სადოქტორო სკოლაზე შემოთავაზებული საგნები
მკვევართა ჯგუფები
შემოთავაზებული საგნები ყველა პროგრამისთვის
ვრცლად ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ ეწვიეთ ბმულს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში) შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყველა უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• კვლევის გეგმა სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის;
• მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელისაგან, ან ესპანელი პროფესორისაგან, რომელიც მზად არის ხელმძღვანელობა გაუწიოს დოქტორანტს. ჩამოტვირთეთ აქედან;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაუნიში წასვლამდე.
საბაუნის შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ესპანური მხარის შერჩევის კრიტერიუმებია:
• ერასმუს+ პროგრამაში პირველადი მონაწილეობა - 1 ქულა;
• აკადემიური მოსწრება - 2 ქულა;
• სტუდენტის კვლევითი გეგმა - 2 ქულა;
• ესპანური ენის ცოდნა (Ba დონეზე მაღლა) – 1 ქულა;
• სხვა ენების ცოდნა - 1 ქულა;
• ინკლუზიურობა - 3 ქულა.
ეტაპები:
პირველ ეტაპზე სტუდენტების ნომინირება და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შერჩევა
მეორე ეტაპზე სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება (კადისის უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება მაისის თვეში)
მნიშვნელოვანი ვადები:
8 მაისი - საბუთების მიღება
8 მაისი 15:00 სთ - ტესტირება უცხო ენაში (პასუხები მოვა პირდაპირ ჩვენს სამსახურში)
9-10 მაისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტაციის დასრულების შემდეგ)
ივნისი - დასკვნით პასუხი მიმღები უნივერსიტეტიდან
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.