03ოქტ,2023
ეშმაკის ადვოკატი ანუ პროფესიის "ბნელი" მხარე
ადგილი:კ. ქუთათელაძის N3
დასაწყისი:14:00
ადვოკატის პროფესიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ხშირად ადვოკატის საქმიანობას მორალური დილემები ახლავს.
უნდა დაიცვას თუ არა ადვოკატმა პედოფილი, სასტიკი სერიული მკვლელი ან თაღლითი?
ეს და სხვა საინტერესო საკითხები კონკრეტული რეალური საქმეების გამოყენებით განხილული იქნება იურისტთა კლუბის შეხვედრაზე და მოეწყობა დისკუსია.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს თუ სხვა დაინტერესებულ პირს.
შეხვედრის დრო და ადგილი: 3 ოქტომბერი, 14:00 საათი. კ.ქუთათელაძის N3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.