11ნოე,2020
მე-4 საერთაშორისო თეოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია
განთავსების თარიღი:20.10.2020
დასაწყისი:11:00
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 11 ნოემბერს, დისტანციური ფორმატით (ელექტრონული პლატფორმა Hangouts Meet ) გაიმართება მე-4 საერთაშორისო თეოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ საკითხების შესახებ.
- საეკლესიო სამართალი
- დოგმატური ღვთისმეტყველება
- პატერიკული სწავლება და ტრადიცია
- ლიტურგიკული ღვთისმეტყველება,
- სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები
კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს სპეციალისტებს, რომლებიც იმსჯელებენ სხვადასხვა თეოლოგიური საკითხის მნიშვნელოვან და აქტუალურ ასპექტებზე, როგორებიცაა: თანამედროვე თეოლოგია, ლიტურგიკა, პატროლოგია, დოგმატიკა, საეკლესიო ისტორია, კანონიკური სამართალი და სხვ.
მომხსენებელთა სტატიები გამოიცემა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საავტორო უფლებებით გამოცემულ ჟურნალში "დიალოგი"
კრიტიკული თარიღი: 25.10.2020 მოხსენების სახელწოდების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე g.barnovi@sabauni.edu.ge;
ტექნიკური დეტალები
ელექტრონული პლატფორმა Hangouts Meet
ბმული - meet.google.com/him-nxwb-qor
IV-თეოლოგიური-კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე
თარიღი: 11 ნოემბერი, 2020 წელი
დრო: 11:00- 17:00 საათის ინტერვალი
სამუშაო ენა: ქართული