23თებ,2022
პერსონალის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
ცხადდება პერსონალის მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მასპინძელი უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.
შესაძლებელია მობილობის განაცხადის გაკეთება ორი მიმართულებით:
• ადმინისტრაციული მობილობა (STT), რაც გულისხმობს მასპინძელი უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში შეხვედრებს გამოცდილების გაზიარებისა და job shadowing მიზნით.
• კომბინირებული მობილობა (STA/STT) რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალის მობილობას, რომლის ფარგლებში პერსონალი ატარებს ლექციებს (4 საათი) და მართავს შეხვედრებს მიმღებ სტრუქტურულ ერთეულში გამოცდილების გაზიარებისა და job shadowing მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• იყოს საბაუნისთან აფილირებული
• ჰქონდეს საბაუნიში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
• ფლობდეს ინგლისურ ენას
მობილობის გრანტი:
Erasmus+ პროგრამა ფარავს მონაწილის უცხოეთში ყოფნის (1 120 ევრო ჯამში (160 X 7)) და მგზავრობის ხარჯებს.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
• ფოტო
• პასპორტი
• CV ევროპასის ფორმატში
• სარეკომენდაციო წერილი
• ცნობა უნივერსიტეტიდან პოზიციის მითითებით
• ენის დამადასტურებელი ცნობა
• ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება
• სამოტივაციო წერილი
• სპეციალური საჭიროების მქონე პირების შემთხვევაში, დამადასტურებელი ცნობა
• Declaration of compliance with tax and national insurance obligations in the matter of grants. This declaration must be signed by the applicant (ცნობას ჩამოტვირთავთ პლატფორმიდან)
კანდიდატებს შეარჩევს ორივე უნივერსიტეტი.
შერჩევის კრიტერიუმები:
• სწავლების ან კვლევის გამოცდილება - 60%
• მოტივაცია - 20%
• განაცხადის რელევანტურობა - 20%
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის სტრუქტურული სამსახურები და შემოთავაზებული კურსები
სააპლიკაციო ფორმის შევსებისას უნდა მიუთითოთ იმ დეპარტამენტის დასახელება და პასუხისმგებელი პირის სახელი, რომელ სტრუქტურულ ერთეულშიც გსურთ მობილობა.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 ივლისამდე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge tel.: 577347713