21მაი,2026
საერთაშორისო კონფერენცია - ჯაჭვების გაწყვეტა: მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
21-22 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ ჯაჭვების გაწყვეტა : მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში’’.
კონფერენცია ორგანიზებულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ადამიანებით ვაჭრობის სფეროში კვლევის სრულყოფილების საერთაშორისო კონსორციუმისა და ნიდერლანდების ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობით. კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას აკადემიურ და პროფესიულ დიალოგისთვის, რათა განვიხილოთ რა მუშაობს რეალურად ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით.
კვლევიდან, პოლიტიკიდან და პრაქტიკიდან მიღებულ მტკიცებულებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, კონფერენცია ცდილობს გასცდეს მხოლოდ ნორმატიულ დისკუსიებს და ყურადღება გაამახვილოს იმ მიდგომებზე, რომლებიც აჩვენებენ გაზომვად ეფექტს.
ადამიანებით ვაჭრობა კვლავ გრძელდება რთული და ურთიერთდაკავშირებული დინამიკის გამო, მათ შორის მსხვერპლთა დაუცველობის, მიგრაციული ზეწოლის, შრომითი ექსპლუატაციისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურების გამო. ამიტომ, კონფერენცია გააერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ცოდნის გაცვლისა და არსებული რეაგირების კრიტიკულად შეფასების მიზნით.
კონფერენციის თემები
წარდგენილი მასალები შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგ სფეროებით:
- მსხვერპლის იდენტიფიკაცია და დახმარება, მათ შორის ადრეული გამოვლენა, რეფერალური მექანიზმები, რეაბილიტაცია და გრძელვადიანი რეინტეგრაცია;
- პრევენციის სტრატეგიები, მათ შორის საზოგადოებაზე დაფუძნებული ინტერვენციები, ცნობიერების ამაღლების ინიციატივები და მიდგომები, რომლებიც მიმართულია ძირეული მიზეზებისა და დაუცველობის წინააღმდეგ;
- ადამიანებით მოვაჭრეებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის სამართალდამცავი მოდელები, საზღვრისპირა თანამშრომლობა და სისხლის სამართლის რეაგირება;
- პოლიტიკური და სისტემური მიდგომები, მათ შორის ეროვნული სტრატეგიები, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები და მრავალმხრივი კოორდინაცია;
- გავლენის გაზომვა, მათ შორის მეთოდოლოგიები და ინდიკატორები, რომლებიც აფასებენ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერვენციების ეფექტურობას, მდგრადობას და მასშტაბირებას.
კონფერენციის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს სექტორებს შორის დიალოგს და შეისწავლოს, როგორც წარმატებული პრაქტიკა, ასევე არსებული ხარვეზები ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.