16მარ,2026
საერთაშორისო სიმპოზიუმი - კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში, ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში - ერთიანობიდან ერთობისკენ
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
2026 წლის 3 - 4 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი: „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება; სიმპოზიუმი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავს.
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ სარეგისტრაციო ფორმა ( ჩამოტვირთეთ აქედან)
მნიშვნელოვანი ვადები:
- 2026 წლის 20 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
- 2026 წლის 25 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე - conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
- მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
- გვერდის ფორმატი - А4
- გვერდის ველი - 2 სმ
- შრიფტი: ქართული - sylfean
- ზომა - 12
- ინგლისური/იტალიური - Times New Roman,
- ზომა - 12
- ინტერვალი - 1 (Single)
- აბზაცი - 1 სმ
- სათაური (Bold) ზომა 14
ტექსტის სტრუქტურა:
- ავტორის გვარი, სახელი, აფილაცია, პირველ ხაზზე (Bold);
- ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
- მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე
- ციტირება და ბიბლიოგრაფია - ჩიკაგოს სტილით;
შენიშვნა: არალათინური შრიფტით დამოწმებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ რომანიზაციის წესის მიხედვით ტრანსლიტერირებული ფორმით. ტრანსლიტერაციის წესებს გაეცნობით ბმულზე.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.
სამეცნიერო კომიტეტი:
- ნუგზარ ბარდაველიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
- მამა გაბრიელე ბრაგანტინი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- ვაჟა ვარდიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- ემზარ ჯგერენაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- თინათინ მარგალიტაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საორგანიზაციო კომიტეტი:
- მანანა ანდრიაძე
- შორენა პარუნაშვილი
- მამა აკაკი ჭელიძე