14თებ,2022
საჯარო ლექცია - “ბისმარკის სისტემა 1871-1890”
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 16 მარტს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “ბისმარკის სისტემა 1871-1890”.
ლექციას გაუძღვება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ირაკლი ჯავახიშვილი.
ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც 1871-1890 წლებში გერმანიის იმპერიის პირველი კანცლერი იყო, იმპერიის დაარსებისთანავე აქტიურად და მარჯვედ ცდილობდა ევროპაში მშვიდობისა და სტატუსკვოს შენარჩუნებას, რისთვისაც ალიანსების და ძალთა ბალანსის სისტემას იყენებდა. “რკინის კანცლერი” მანიპულირებდა ევროპელი მეტოქეებით, რათა გერმანია მსოფლიო ძალად ექცია. მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეობამ დიდი სირთულეები დაუტოვა როგორც გერმანიას, ისე მთლიან ევროპას.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
საჯარო ლექციის დაწყების დრო: 20:00
შემოგვიერთდით ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 66 94 63