19თებ,2022
საჯარო ლექცია - „ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობა დასავლური ტიპის ინტეგრაციისთვის“
28 თებერვალს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ საჯარო ლექცია - „ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობა დასავლური ტიპის ინტეგრაციისთვის“ გაიმართება.
მომხსენებელი:
მამა გიორგი წეროძე - საბაუნის მოწვეული ლექტორი და კოჯრის სერჟანტთა აკადემიის კაპელანი.
ლექცია ჩატარდება ელექტრონული პლატფორმის Google Hangouts Meet საშუალებით.
ლექციის ჩატარების თარიღი: 28 თებერვალი
ლექციის ჩატარების დრო: 15:00 საათი
განსახილველი საკითხები:
• დასავლური ინტეგრაციისა და ქრისტიანული ანაფორის იდეათა მსგავსება;
• რელიგიათშორის დიალოგის პოსტლიბერალური ხედვა ჯონ ლინდბეკის მიხედვით;
• ღმერთისა და ადამიანის მიმართება რელიგიის ახლებურ გაგებაში ჯორჯო აგამბენის ერთი განმარტების მიხედვით.