20თებ,2022
საჯარო ლექცია „ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება - რუსული აგრესიის საფრთხე უკრაინაში“
24 თებერვალს, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ონლაინ საჯარო ლექცია „ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება - რუსული აგრესიის საფრთხე უკრაინაში“ გაიმართება.
ლექციას ჩაატარებს საბაუნის მოწვეული ლექტორი, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარი ელიაძე.
ლექცია ჩატარდება ელექტრონული პლატფორმის Google Hangouts Meet საშუალებით.
ლექციის ჩატარების თარიღი: 24 თებერვალი.
ლექციის ჩატარების დრო: 19:00 საათი.
ლექციაზე განიხილება რუსეთ უკრაინის საკითხი. რუსული სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან მობილიზების ზრდა, მომავალი კონფლიქტის რისკი და უკრაინელი ხალხის მუდმივი დაძაბული ცხოვრების რიტმი. მსოფლიო ლიდერთა ფოკუსირებული ყურადღება უკრაინისკენ, გაზრდილი დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, ომის რეალური საფრთხე.