25აპრ,2023
სასწავლო პროცესის სპეციალისტი
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:04/25/2023
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას სასწავლო პროცესის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 სთ, ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - დან 19:00 მდე (ყოველი მეორე შაბათი 10:00 - დან 15:00 მდე )( შაბათს მუშაობის შემთხვევაში ორშაბათი- პარასკევის სამუშაო საათები დაკორექტირდება)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ბაზაში მუშაობა.
- უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზის განახლება;
- სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია შიდა ელექტრონულ ბაზაში;
- სტუდენტთა სასწავლო ცხრილის ატვირთვა ეშიდა ლექტრონულ ბაზაში;
- შუალედური და ფინალური გამოცდების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სასწავლო კურსის ჟურნალების დამზადება და დაბეჭდვა;
- სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლებისა და ელექტრონული ფოსტის Შექმნა და კონსულტაციის გაწევა;
- პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;
- პირველკურსელთა გზამკვლევის, სხვადასხვა საცნობარო მასალის შემუშავება, გაცნობა
- მობილობით გადმოსული სტუდენტების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა, ახალი სტუდენტების ელექტრონულ ბაზაში ასახვა, მათი საგნებზე რეგისტრაცია და ცხრილის მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმეების ფორმირება/კონტროლი; რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება;
- ელექტრონულ ბაზაში სტუდენტების ქულების შეტანის მონიტორინგი;
- ელექტრონულ პროგრამაში სასწავლო პროგრამის/სილაბუსის ცვლილება;
- სტუდენტების და აკადემიური/მოწვეული პერსონალის კონსულტაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
- სასწავლო პოცესთან დაკავშირებული დოკუმენტების დაარქივება;
განსაკუთრებული მინიშნება:
განვიხილავთ მხოლოდ ბაკალავრის კურსდამთავრებულებს ან მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სასწავლო პროცესის სპეციალისტი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2023 წლის 10 მაისი.