05დეკ,2021
საზაფხულო სკოლა “ევროპული ჰუმანიზმი” იტალიაში
სპეციალურად საბაუნის სტუდენტებისთვის! ცხადდება საბუთების მიღება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა გაიმართება 2022 წლის 4 -8 ივლისს იტალიის ქალაქ გუბიოში (ლუმსას უნივერსიტეტი).
5 დღის განმავლობაში, მონაწილეები დაესწრებიან სხვადასხვა ევროპელი პროფესორის ლექციებსა და დისკუსიებს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- სამოტივაციო წერილი
- CV
- ფაკულტეტის დასახელება
- აკადემიური მოსწრების ბარათი (ელექტრონული ქართულად)
გამოგვიგზავნეთ მითითებული დოკუმენტები ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
კანდიდატებს შეარჩევს საგანგებო კომისია საბუთების შესწავლისა და გასაუბრების საფუძველზე.
აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს მგზავრობის ხარჯები, დანარჩენ ხარჯებს ფარავს ფედერაცია.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 თებერვლის ჩათვლით
ინფორმაცია ვრცლად საზაფხულო სკოლის დღის წესრიგისა და კურსების შესახებ.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 577347713