
09ოქტ,2024
შერჩევა მედიცინის ფაკულტეტზე მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:10/092024
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ მედიცინის ფაკულტეტზე აცხადებს შერჩევას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით:
- უროლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია
- ალერგოლოგია
- რეაბილიტაცია
- ინფექციური სნეულებები
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- პროგრამის შემუშავებაში ჩართულობა;
- სასწავლო კურსის / სილაბუსის მომზადება და განხორციელება (სწავლება, სტუდენტების შეფასება, კონსულტირება და ა.შ.)
- საგამოცდო საკითხების, კლინიკური ქეისების, ტესტებისა სხვა დაკავშირებული მასალის მომზადება
- სტუდენტებისათვის გამოცდების ჩატარება და უკუკავშირის მიწოდება;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც უკავშირდება ხარისხიანი, სამედიცინო განათლების მიწოდებას;
- სასწავლო პროცესის მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი (ლიცენზია);
ინგლისური ენის კომპეტენცია
აუცილებელია კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
- უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების, სულ მცირე, 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ფლობა .
კლინიკური საქმიანობა
- ბოლო 3 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით უწყვეტი კლინიკური მუშაობის გამოცდილება.
სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია
- სასურველია სამედიცინო განათლების მიმართულებით სწავლა სწავლებისა და შეფასების მეთოდების ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „მოწვეული სპეციალისტი მედიცინის ფაკულტეტზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 9 ნოემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.