21დეკ,2022
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2022 წლის 21 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:12/21/2022
დასაწყისი:14:00
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2022 წლის 21 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
მედიცინის ფაკულტეტი:
მედიცინის საფუძვლების მიმართულებით - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
ბ) მედიცინის საფუძვლების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტური ადგილი.
გ) ქირურგიის მიმართულებით - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
დ) ქირურგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 3 ვაკანტური ადგილი.
ე) შინაგანი მედიცინის მიმართულებით - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
ვ) შინაგანი მედიცინის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
ზ) კვლევითი უნარების მიმართულებით - პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
თუ კანდიდატი ვერ დააკმაყოფილებს გამოცხადებულ მოთხოვნებს ის ვერ აირჩევა აკადემიურ თანამდებობაზე.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი აკადემიური ნიშნით:
-
პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 9 წლის კლინიკური გამოცდილება (უწყვეტი); სახელმწიფო სერტიფიკატი (საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის).
-
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე: 9 წლის კლინიკური გამოცდილება (უწყვეტი); სახელმწიფო სერტიფიკატი (საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის).
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
-
სასწავლო კურსის სილაბუსი;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
-
საერთაშორისო გამოქვეყნებები;
-
გასაუბრება;
-
საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია.
-
ინგლისური ენის B2 დონეზე (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფეისული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ)ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 ან 10 წლის ვადით. ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას (საბუთების გადარჩევა, საკონკურსოს კომისიასთან გასაუბრება და იმიტირებული ლექციის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში) განახორციელებს 2023 წლის 27 იანვრიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 02 თებერვლამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.