23თებ,2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2023 წლის 20 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:3/22/2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2023 წლის 20 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
გ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
დ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი.
ე) პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი.
ვ) ფილოლოგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება პოსტკოლონიურ თეორიებზე მომუშავე სპეციალისტს.
ზ) ისტორიის მიმართულებით - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი.
თ) სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
ი) სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტის 3 ვაკანტური ადგილი.
კ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი.
ლ) განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტის 2 ვაკანტური ადგილი.
მ) განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი.
ნ) პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
ო) პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
პ) შრომისა და ორგანიზაციის მიმართლებით - ასისტენტის 1 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების
კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორან
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
- გასაუბრება;
- საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
პირი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 21 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2023 წლის 23 მარტიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 26 მარტამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.