24დეკ,2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025 წლის 24 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:12/24/2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025 წლის 24 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
- თეოლოგიის ფაკულტეტზე, აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობაზე:
1. ასოცირებული პროფესორი თეოლოგიი მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
1. ასოცირებული პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
2. ასოცირებული პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
3. ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
4. ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
5. ასისტენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
6. ასისტენტი სოციოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით
- სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
1. ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის, უპირატესად ადამიანის უფლებების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
2. ასისტენტ-პროფესორი, კერძო სამართლის, უპირატესად საავტორო უფლებების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით ;
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბ) დამატებითი კრიტერიუმები:
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (იხ. დანართი 1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #2-ის შესაბამისად;
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
აკადემიური ნიშნით:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) სასწავლო კურსის სილაბუსი;
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება
დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
- ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
- ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 25 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2026 წლის 28-29 იანვარს კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 230 იანვარს. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.
დანართი 1
დანართი 1.2
საკონტაქტო ინფორმაცია (ინგლისური)
დანართი 2