29დეკ,2021
თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემურ საკითხებსა და მისი გადაჭრის გზებს.
გაიარეთ რეგისტრაია ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 12 თებერვალის ჩათვლით.
აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
გამოგზავნეთ აბსტრაქტი აღნიშნულ მეილზე: adlcenter@sabauni.edu.ge
გადარჩეული აბსტრაქტების ავტორები მეილზე მიიღებენ მეორე ეტაპზე გადასვლის დასტურს .
დასრულებული ნაშრომების ვადაა: 2022 წლის 4 მარტი.
წარმატებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ მეილს.
გადარჩეული ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 2022 წლის 12 მარტს, 11:00 საათზე. დღის წესრიგი მონაწილეებს გაეგზავნებათ 10 მარტს.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-12 წუთისა, კითხვა-პასუხისთვის განესაზღვრებათ დამატებითი დრო 5 წუთი.
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე
მიიღება მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომები!
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ Google Meet ის საშუალებით, კონფერენციის ბმული გადარჩეულ მონაწილეებს გაეგზავნებათ მეილებზე.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური საჩუქრებით.