
17იან,2025
ღია კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:01/17/2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025 წლის 17 იანვრიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
აკადემიური ნიშნით შემდეგ პოზიციებზე:
- პროფესორი (აფილირების პირობით) - 3 ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 10 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტი - 5 ვაკანტური ადგილი.
პროფესიული ნიშნით შემდეგ პოზიციებზე:
- ასოცირებული პროფესორი კლინიკური უნარების მიმართულებით - 2 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ პროფესორი კლინიკური უნარების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი კლინიკური მიმართულებით - 4 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ პროფესორი კლინიკური მიმართულებით - 2 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ძირითადი კრიტერიუმი
პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 7 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან, ამასთან, შესაბამისი მიმართულებით ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რაც დასტურდება გამოქვეყნებებითა და განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობით ან აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- უკანასკნელი 5 წლის კლინიკური გამოცდილება (უწყვეტი);
- სახელმწიფო სერტიფიკატი (საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის).
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე:
თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ინგლისური ენის კომპონენტი:
ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელებისთვის კონკურსანტი (განურჩევლად პოზიციისა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
დამატებითი კრიტერიუმები:
აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
➢ სასწავლო კურსის სილაბუსი;
➢ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
➢ საერთაშორისო გამოქვეყნებები;
პროფესიული ნიშნით შერჩევისას:
➢ სასწავლო კურსის სილაბუსი;
➢ მიღწევები პროფესიულ საქმიანობაში;
➢ სწავლების გამოცდილება;
➢ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (იხ. დანართი 1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV ) ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული ამ ბრძანების დანართი#2-ისა და დანართი#3-ის შესაბამისად;
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი..
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროფესიული ნიშნით:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამის დარგში, სფეროში წამყვან თანამდებობებზე არანაკლებ 7 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის დამადასტურებელი ინფორმაცია, რაც დასტურდება გამოქვეყნებებითა და განმავითარებელ ღონისძიებებში მონაწილეობით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა
- პროფესიულ საქმიანობაში მიღწევების შესახებ ინფორმაცია;
- სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- უკანასკნელი 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- სახელმწიფო სერტიფიკატი (საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის).
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამის დარგში, სფეროში წამყვან თანამდებობებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პროფესიულ საქმიანობაში მიღწევებს შესახებ ინფორმაცია;
- სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- უკანასკნელი 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);
- სახელმწიფო სერტიფიკატი (საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის).
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
- ინგლისურენოვანი პროგრამაზე სწავლების, სულ მცირე, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) წარმოდგენის შემთხვევაში;
თ) სასწავლო კურსის სილაბუსი;
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
- ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
- ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“.
პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2025 წლის 18 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2025 წლის 20 თებერვლიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 24 თებერვლამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.