13დეკ,2023
წიგნის - “ეთოსის თავისუფლების” ქართული თარგმანის პრეზენტაცია
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3
დასაწყისი:16:00
2023 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება ხრისტოს იანარასის წიგნის - “ეთოსის თავისუფლების” ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
ხრისტოს იანარასი ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი და თეოლოგია, ხოლო “ეთოსის თავისუფლება” კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და საინტერესო მონოგრაფიაა.
წიგნი ქართულად გურამ ლურსმანაშვილმა თარგმნა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტმა გამოსცა.
მისამართი: კ. ქუთათელაძის N3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (სტუდენტური სივრცე #401)