30აპრ,2024
წიგნის პრეზენტაცია - ,,არ დამივიწყო
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (ბიბლიოთეკა #301)
დასაწყისი:18:00
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 30 აპრილს, 18:00 საათზე, ბიბლიოთეკაში (#301), გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ნანი მანველიშვილის, რომანის ,,არ დამივიწყო" პრეზენტაცია.
რა მოხდება თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ, დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა, ემახსოვრებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" პასუხია ამ კითხვაზე. რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი, თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ლენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. ბებიის, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მისი ამბავი თვალსა და ხელს შუა გაქრა.
მეორე ხაზი წარსულია - საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და სიყვარული.
ეს არის ამბავი დავიწყებულებზე. ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ, უფრო ხშირად კი გვივიწყებენ. როგორია იყო დავიწყებული? რას ნიშნავს მარტოობა, როგორ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს თუ არ გახსოვს ვინ ხარ? რა იყო საბჭოთა ტერორი და რა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე? როგორია სიყვარული, მართლა აძლევს ძალას ადამიანს ბრძოლისთვის? როგორ უნდა იყო ძლიერი ქალი? რატომ მაინცდამაინც სენი - დავიწყება?
ეს და სხვა მრავალი კითხვა გაუჩნდება მკითხველს და პასუხების ძიებას წიგნში ან მის გარეთ დაიწყებს.