13თებ,2024
„ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გენდერულ დისკრიმინაციად კვალიფიკაცია“
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:15:00
2024 წლის 13 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება ქეთევან ბახტაძის წიგნის წარდგენა. „ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გენდერულ დისკრიმინაციად კვალიფიკაცია“ საბაუნის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის გამოცემაა.
ქეთევან ბახტაძე ადამიანის უფლებების იურისტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტია. ნაშრომი ფემინისტური სამართლის პერსპექტივით აანალიზებს ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკას და ქალების SLAPP სარჩელებისგან დაცვის აუცილებლობაზე ფოკუსირდება.
წიგნის ელექტრონული ვერსიის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3HPNGOj
მისამართი: კ. ქუთათელაძის N3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (სტუდენტური სივრცე #401)