ინგლისური ფილოლოგია
სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
წლიური გადასახადი: 2 750 ლარი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 50
პროგრამის ხელმძღვანელი: შორენა გოგიაშვილი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
- შეძინოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროს, მათ შორის ინგლისური ენის სტრუქტურისა და კომპოზიციის, ბრიტანული და ამერიკული კულტურის და ლიტერატურის საკითხების, ფართო ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- განუვითაროს სხვადასხვა მიზნისა და აუდიტორიისათვის ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ფორმით თავისუფალი კომუნიკაციის განხორციელების უნარი საერთაშორისო და მრავალფეროვანი პროფესიული გარემოს მოთხოვნების გათვალისწინებით;
- განუვითაროს მეორე უცხოურ ენაზე (გერმანულ/ფრანგულ/რუსულ) კომუნიკაციის განხორციელების უნარი;
- განუვითაროს პროფესიულ, ლინგვისტურ თუ ლიტერატურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკულად ანალიზის უნარი; უზრუნველყოს სტუდენტები ფილოლოგიური კვლევისათვის საჭირო მეთოდების ცოდნით პრაქტიკული გამოყენებისთვის.
- ჩამოუყალიბოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.