Academic Search Elite
Academic Search Elite - მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისაგან შედგება, იგი შეიცავს სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტებს, აბსტრაქტებსა და ინდექსირებულ ჟურნალებს. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განახლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფასს და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.