სიმბოლიკა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სიმბოლიკა მარტივი თეთრველიანი ფარი არშიით. ფარში განთავსებულია მტრედი; ხოლო მისი კუდში ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ქართული ასომთავრული „ანი“ და ბერძნული „ომეგა“.
ჩვენი პრიორიტეტია განათლება - ანუ ფარი გონებისა და სულიერი ზრდის გამოხატულება.
თეთრი ფერის ველი სისპეტაკის, ჭეშმარიტების სიმბოლოა.
მტრედი განასახიერებს ახალი ცხოვრების დასაწყისს, მშვიდობას, სასოებას, თავისუფლებას, შემოქმედებას.
„ანი“ და „ომეგა“ – როგორც ერთიანი „ევროპული“ ანბანის განუყოფელი ნაწილები – ქრისტიანულ სამყაროსთან, ქრისტიანულ ღირებულებებთან ქართული სულის თანაზიარობას განასახიერებს. ამავდროულად, ეს არის სულხან-საბასეული იდეის, ევროპულ ცნობიერებასა და საგანმანათლებლო სივრცესთან ქართული ცნობიერებისა და საგანმანათლებლო სივრცის ერთიანობის სიმბოლო.