• ვიდეო გალერეა
  • info@sabauni.edu.ge
  • EN
  • GE
შესვლა
Logo
  • ჩვენ შესახებ
    • მხარდაჭერა
    • უნივერსიტეტი
      • რექტორის მიმართვა
      • ისტორია
      • მისია და ხედვა
      • სიმბოლიკა
      • სტრატეგიული გეგმა
      • ბიუჯეტი
      • სტრუქტურა
      • დოკუმენტები
      • ავტორიზაცია/აკრედიტაცია
      • პროგრამების კატალოგი
      • ანგარიშები
      • სტატისტიკა
    • პერსონალი
      • აკადემიური პერსონალი
      • მრჩეველთა საბჭო
      • ადმინისტრაცია
      • დასაქმება
      • სიახლეები
    • პროფესიული განვითარების ცენტრი
      • ცენტრის შესახებ
      • სიახლეები
    • ბიბლიოთეკა
      • საქმიანობა და ფუნქცია
      • სერვისები
      • სივრცის დაჯავშნის ინსტრუქცია
      • ელექტრონული კატალოგი
      • სამეცნიერო ბაზები
      • ინსტრუქცია
      • სასარგებლო ბმულები
  • აბიტურიენტებისთვის
    • რატომ საბაუნი
    • სიახლეები
    • მიღება
    • აბიტურიენტებისთვის - პროგრამები
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ტურიზმი
      • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • ფსიქოლოგია
      • პოლიტიკის მეცნიერება
      • სოციოლოგია
      • თეოლოგია
      • ინგლისური ფილოლოგია
      • საჯარო მმართველობა
    • ორბელიანის აკადემია
      • პროექტის შესახებ
    • ღია კარის დღეები
    • საბაუნის ენების ცენტრი
  • სტუდენტებისთვის
    • გზამკვლევი
      • აკადემიური კალენდარი
      • საკონსულტაციო ცხრილი
      • დასაქმება/სტაჟირება
      • უცხოელი სტუდენტებისთვის
      • საპროექტო განაცხადი
    • მაგისტრატურა
    • სტუდენტურ საქმეთა სამსახური
    • სტიპენდიები
    • სტუდენტური სერვისები
      • სხვა სერვისები
      • კამპუსი
      • ინფრასტრუქტურა
    • თვითმმართველობა
  • ფაკულტეტები
    • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • მედიცინის ფაკულტეტი
    • სამართლის ფაკულტეტი
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
    • თეოლოგიის ფაკულტეტი
    • სადოქტორო სკოლა
  • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო კვირეული 2025
    • საერთაშორისო პროექტები
      • ENHANCE-GSL
      • STAR
    • სიახლეები
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • კონკურსები და სტიპენდიები
    • თანამშრომლობა
      • საერთაშორისო ქსელები და ასოციაციები
      • პარტნიორები
    • Erasmus +
      • Erasmus + ის შესახებ
      • გაცვლითი პროგრამა KA171
      • პარტნიორი უნივერსიტეტები
    • საერთაშორისო სტუდენტები
      • მიღება
      • Guidemate
      • პროგრამები
      • კონტაქტი
    • FUCE სასწავლო გრანტი
      • FUCE სასწავლო გრანტის შესახებ
      • მონაწილეობის პირობები
      • საჭირო დოკუმენტაცია:
    • სწავლა უცხოეთში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საზაფხულო სკოლები
    • პროექტები
    • შთაბეჭდილებები
      • სტუდენტები
      • პერსონალი
  • კვლევა
    • კვლევითი საქმიანობა
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე კვლევითი პროექტები
      • დასრულებული კვლევითი პროექტები
    • კონფერენციები
      • საერთაშორისო კონფერენციები
      • ადგილობრივი კონფერენციები
      • სტუდენტური კონფერენცია
    • ვიშეგრადის გრანტი
      • მიმოხილვა
      • ღონისძიების განახლება
      • პარტნიორები
      • ფოტო გალერეა
    • სამეცნიერო ფონდები და ორგანიზაციები
    • ანგარიშები
      • 2020-2021
      • 2021-2022
      • 2022-2023
      • 2023-2024
    • გამომცემლობა
      • გამომცემლობის შესახებ
      • წიგნების კატალოგი
      • გამოცემები

შემეცნებითი ვიზიტები

  • მთავარი
  • ფაკულტეტები
  • სამართლის ფაკულტეტი
  • პროექტები
  • შემეცნებითი ვიზიტები

შემეცნებითი ვიზიტები

შემეცნებითი ტურები

საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად თვითდაფინანსების საფუძველზე ხორციელდება სტუდენტების ვიზიტები საერთაშორისო სასამართლოებსა, ევროსტრუქტურებსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

შემეცნებითი ტურები ხორციელდება შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  • სტრასბურგი - პარიზი („ადამიანის უფლებები და ევროსტრუქტურები“)

  • ჰააგა-ამსტერდამი („უნივერსალური საერთაშორისო სასამართლოები“)

  • ბრიუსელი-ლუქსემბურგი („ევროკავშირის ინსტიტუტები“)

  • ევროკავშირის ქვეყნები („ევროკავშირის ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტები“)

 სტრასბურგი - პარიზი („ადამიანის უფლებები და ევროსტრუქტურები“) სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარულობით. ამ ტურის ფარგლებში ხორციელდება ვიზიტები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაში. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტი მოიცავს როგორც სასამართლო პროცესზე დასწრებას, ისე საინფორმაციო ვიზიტს, სადაც, როგორც წესი, ხდება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ამ სასამართლოს შესახებ და ასევე სასამართლოს ქართველ იურისტთან შეხვედრა.

 ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე კულტურული ხასიათის ღონისძიებები, რაც გულისხმობს ლუვრის მუზეუმის დათვალიერებასა და პარიზის სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებას.

ამ ვიზიტის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები ესწრებოდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს, მათ შორის, 2019 წლის მაისში ჩატარებული გახმაურებული საქმის  განხილვას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. 

პროექტში მონაწილეთა სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დამატებით სხვა ქალაქის მონახულებაც (მაგალითად, ფრაიბურგი, კარლსრუე, ბადენბადენი ან სხვა).

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ჰააგა-ამსტერდამი („უნივერსალური საერთაშორისო სასამართლოები“). ამ პროექტის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ამ სასამართლოს მუზეუმში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო არბიტრაჟში, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამასთანავე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ვიზიტი მოიცავს როგორც სასამართლო პროცესზე დასწრებას, ისე საინფორმაციო ვიზიტს, სადაც სასამართლოს წარმომადგენელი ჯგუფს აცნობს სასამართლოს სპეციფიკას. ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა აქვთ დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე კულტურული ხასიათის აქტივობა - ვიზიტი სამეფო სასახლეში (ჰააგა), ვან გოგის მუზეუმისა (ამსტერდამი) და ამსტერდამის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ვიზიტში მონაწილეთა სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დამატებით სხვა ქალაქის მონახულებაც (მაგალითად, როტერდამი, ანტვერპენი, მაასტრიხტი ან სხვა).

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ბრიუსელი-ლუქსემბურგი („ევროკავშირის ინსტიტუტები“). ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემეცნებითი ვიზიტები ევროპარლამენტში (ბრიუსელსა და ლუქსემბურგში), ევროპის კავშირის საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში. ამასთან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ვიზიტი მოიცავს როგორც სასამართლო პროცესზე დასწრებას, ისე საინფორმაციო ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ეწყობა შეხვედრა სასამართლოს წარმომადგენელთან, რომელიც ვიზიტორებს აცნობს სასამართლოს სპეციფიკას. შესაძლებელია ასევე სასამართლოს ინფრასტრუქტურისა და ბიბლიოთეკის დათვალიერება. ეს ტური მოიცავს კულტურულ ღონისძიებებსაც (მუზეუმებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას).

პროექტში მონაწილეთა სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დამატებით სხვა ქალაქის მონახულებაც (მაგალითად, გენტი, ბრიუგე, ანტვერპენი ან სხვა).

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ევროკავშირის ქვეყნები („ევროკავშირის ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტები“)

ამ პროექტის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს ორგანოებში, როგორებიცაა პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა. ეს ტური ასევე მოიცავს სხვა შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებსაც. 

პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სასწავლო ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორებთან ერთად სტუმრობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტები ეცნობიან სასამართლოს მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკას, იღებენ ინფორმაციას მიმდინარე საქმეებსა და იმ ძირითად საკითხებზე, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში ვიზიტისას სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის თავისებურებებს, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, კითხვები დაუსვან უმაღლესი საბჭოს ცალკეულ თანამდებობის პირს და სხვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან სტუმრობით სტუდენტები ეცნობიან მისი საქმიანობის თავისებურებებს, საშუალება აქვთ კითხვები დაუსვან ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეულ მინისტრებს, გაეცნონ არსებულ პრობლემებსა და სამომავლო ხედვებს.

როგორც წესი, სასწავლო ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება ყოველი წლის მაის-ივნისში.

 ინსტიტუციური ვიზიტები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ხორციელდება საინფორმაციო ვიზიტები საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენი სტუდენტები განსაკუთრებული სიხშირით სტუმრობენ შემდეგ საჯარო დაწესებულებებს:

  • თბილისის საქალაქო სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო

  • საქართველოს პარლამენტი

  • საქართველოს გენერალური პროკურატურა

  • იუსტიციის სახლი

  • იუსტიციის სასწავლო ცენტრი

  • აღსრულების ეროვნული ბიურო

  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

 

  • შემეცნებითი აქტივობები
  • შემეცნებითი ვიზიტები
  • კონფერენციები
logo
  • გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის
  • რეკვიზიტები
  • კონტაქტი
  • ელექტრონული კატალოგი
  • საიტის რუქა
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური კალენდარი
  • პროგრამები
  • ბატონიშვილის ბიბლიოთეკა
  • Cookie პოლიტიკა

Copyright © 2020 | Created By Integral Web Studio.

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა