პოლიტიკის მეცნიერება (ბაკალავრი)
სპეციალობა: პოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავარი
კოდი ცნობარში: 0880105
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2250 ლარი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 20
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტორია ან მათემატიკა.
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ ჯოხაძე
სტატუსი: აკრედიტებული
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
(A) ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის მქონე პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტების, საჯარო მოხელეებისა და სხვა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე კადრების მომზადებას:
(B) კურსდამთავრებულმა შეძლოს პოლიტიკური ინსტიტუტების მახასიათებლების, პოლიტიკური აქტორებისა და მათი ქცევის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, გაანალიზება და შეფასება;
(C) კურსდამთავრებულები აღჭურვოს პოლიტიკური საქმიანობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ინსტრუმენტებით, რაც დაეხმარება მათ იკვლიონ, შეიმუშაონ და მართონ პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოში;
(D) კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.