მკვლევართა მხარდაჭერის სერვისი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევართა (მაგისტრანტები. დოქტორანტები) ისევე როგორც გამოცდილ მკვლევრათა პროფესიულ განვითარებასა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.
კვლევის განხორციელების პროცესში, ახალი პროექტის დაგეგმვისას, პუბლიკაციის მომზადებისას ან საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ეტაპზე შესაძლოა, წარმოიშვას დამატებითი ცოდნისა და უნარების საჭიროება.
ამ მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინდივიდუალური კონსულტაციისა და ტრენინგის ონლაინ მოთხოვნის სერვისი, რომელიც მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მიზნობრივი და პერსონალიზებული მხარდაჭერა.
მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს:
-
კვლევითი პროცესის ზოგად კონსულტირებას;
-
პროფესიული და აკადემიური უნარების განვითარებას;
-
პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერას;
-
პუბლიკაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს;
-
საერთაშორისო შესაძლებლობებზე კონსულტირებას;
-
სხვა პროფესიულ საჭიროებებს, რომლებიც უკავშირდება კვლევით საქმიანობას.
სერვისი ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმის შევსების გზით. წარმოდგენილი მოთხოვნები განიხილება ინდივიდუალურად, უკუკავშირის ვადა - განაცხადის მიღებიდან 24 საათი. კითხვების შემთხვევაში, ისარგებლეთ ელექტრონული ფოსტით: research@sabauni.edu.ge