თეოლოგია (მაგისტრატურა)
სპეციალობა: თეოლოგია
ტესტი საერთო სამაგისტრო გამოცდა: A ტიპი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 (60+60) კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2 500 ლარი
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (75 ქულა+), სრული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პროგრამის I ნაწილი (60 ECTS): ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი თეოლოგიაში,Master of Arts (MA) – Theology
პროგრამის II ნაწილი (60 ECTS): ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის მაგისტრი თეოლოგიაში,Resesarch Master of Arts (MA) - Theology
პროგრამის ხელმძღვანელი: ვაჟა ვარდიძე
ორიენტირებულია მიმართულებებზე, რომლებიც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს მიღებული განათლება გამოიყენოს იმ სფეროებში, რომელთა შესაბამის კომპეტენციას სხვა მსგავსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ იძლევა.
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს, არამარტო აკადემიურ და სასულიერო სფეროში მოღვაწეობისთვის ამზადებს, როგორც ამას ხშირად აქვს ადგილი სხვა ანალოგიურ სასწავლებელში, არამედ ორიენტირებულია მიმართულებებზე, რომლებიც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს საექსპერტო სამუშაო გასწიოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებში.
პროგრამა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საკითხებზე, რომლებიც ეხება: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, ეკლესიის სოციალურ მოძღვრებას, რელიგიის სოციოლოგიასა და რელიგიურ ანთროპოლოგიას.
პროგრამის მიზანი
თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (60 ECTS) მიზანია სტუდენტი:
- გაეცნოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას სოციალურ საკითხებთან მიმართებით; სოციალური სწავლების ბიბლიურ საფუძველს და ისტორიულ განვითარებას; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოდელებს. გააცნობიეროს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედების შედეგები, რის საფუძველზეც შეძლებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რელევანტური პრობლემატკის იდენტიფიცირებას, ეკლესიის სოციალური მოძღვრების იმპლემენტაციას
- ღრმად შეისწავლოს ღვთაებრივი გამომხსნელობითი განგებულების მართლმადიდებლური კონცეფცია პროტესტანტიზმის სოტერიოლოგიურ ტრადიციასთან შედარების კონტექსტში; შეისწავლოს გამოცხადებისა და თეოლოგიური ენის ურთიერთმიმართება და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია და სპეციფიკა. გაეცნოს მთავარ ტრინიტარულ კონცეფციებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტს
- იცოდეს თანამედროვე ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები და მათი კონცეფციები
- თეოლოგიის სამაგისტრო საგნამანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (60 ECTS) მიზანია სტუდენტი:
- სიღრმისეულად გააანალიზოს სხვადასხვა თეოლოგიური პრობლემა და აკადემიური წერის ტექნიკის საშუალებით, შეძლოს თეოლოგიურსაკითხებზე აკადემიური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.
დასაქმების სფერო
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, საგამომცემლო დაწესებულებებში, რელიგიურ ორგანიზაციებში, და სხვ., სადაც მოითხოვება/საკმარისია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის თეოლოგიაში აკადემიური ხარისხი.