სამეცნიერო ფონდები და ორგანიზაციები
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
1. KAAD გერმანიის კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაცია, რომელიც სტიპენდიებს გასცემს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (დოქტორანტები, მეცნიერები) აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს აღნიშნულ ორგანიზაციასთან და უნივერსიტეტის დოქტორანტების შესაძლებლობა აქვთ მყოველწლიურად ისარგებლონ KAAD-ის სტიპენდიებით. იხილეთ ბმული.
2. ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტო (OeAD) სააგენტო მხარს უჭრს მკვლევართა და საგანმანათლებრლო სფეროს წარმომადგენელთა გაცვლას ავსტრიასა და მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
3. ესტონეთის კვლევითი საბჭო (ETAG) ესტონეთის სახელმწიფო კვლევითი ფონდი. საბჭო ცალკეული პროგრამების მეშვეობით, აფინანსებს როგორც ესტონელ მეცნიერთა მობილობას საზღვარგარეთ, ასევე უცხელებისას-ესტონეთში. იხილეთ ბმული.
4. Daimler and Benz Foundation დაიმლერისა და ბენცის ფონდი დაარსდა გერმანიაში 1986 წელს. ფონდის პროგრამები ხელს უწყობს ადამიანების, გარემოსა და ტექნოლოგიების ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კვლევას. ფონდი სტიპენდიებს გასცემს პოსტდოქტორანტებისთვის მომავალი თაობის მეცნიერთა დამოუკიდებლობისა და შემოქმედების გაძლიერების მიზნით. იხილეთ ბმული.
5. ფრიდრიხ ებერტის ფონდი უძველესი არაკომერციული პოლიტიკური შინაარსის ფონდი გერმანიაში. ხელს უწყობს პლურალისტური სოციალური დიალოგის წარმოებას თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებზე. ფონდი აფინანსებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს გერმანიაში, ასევე განსაკუთრებულად უჭერს მხარს ქალებსა და სტუდენტებს საზღვარგარეთიდან. იხილეთ ბმული.
6. ფულბრაიტის პროგრამა უცხოელ სტუდენტთათვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა, რომელიც ეხმარება უცხოელ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ხელოვანებს აშშ-ში განათლების მიღებაში. პროგრამა სტუდენტებისთვის მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. იხილეთ ბმული.
ფულბრაიტის პროგრამა მიწვეული მკვლევრებისთვის პროგრამა გამიზნულია უმცროსი და უფროსი მკვლევრების, უნივერსიტეტის ლექტორების მათ შორის საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვისაც, ვისაც სურს განახორციელოს კვლევა, ან ჩაატაროს ლექციები შეერთებულ შტატებში. პროგრამის ხანგრძლივობაა სამიდან ექვს თვემდე. იხილეთ ბმული.
7. ბრიტანეთის საბჭო - საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებულია კულტურული ურთიერთობების დამყარებასა და საგანმანათლებლო შესაძლებელობების განვითარებაზე. საბჭო მხარს უჭრს ახალგაზრდებს, გაიუმჯობესონ ენობრივი უნარები, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, დაამყარონ კავშირები, შეიძინონ თავდაჯერებულობა და მოპოვონ საერთაშორისო აღიარება. ორგანიზაცია წარმოდგენილია ექვს კონტინენტზე 100-მდე ქვეყანაში. იხილეთ ბმული.
8. Nuffic განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი დანიური ორგანიზაცია. ორგანიზაცია მუშაობს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის მხარდაჭერით. ორგანიზაცია ეხმარება სტუდენტებს შეიძინონ კომპეტენციები და უნარები საერთაშორისო მასშტაბით. იხილეთ ბმული.
9. ჰაინრიხ ბიოლის მწვანე პოლიტიკის ფონდი ყოველწლიურად ნებისმიერ სწავლების საფეხურზე მყოფ, ნებისმიერი ეროვნებისა და დისციპლინის წარმომადგენელ სტუდენტებს დაახლოებით 1400 სასტიპენდიო კონკურსის მეშვეობით აფინანსებს. ფონდის ღირებულებებია: ეკოლოგია და მდგრადობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა. სტიპენდიის მსურველები უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე ან DSH2 დონეზე). იხილეთ ბმული.
10. მეცნიერება არის აშშ-ს სამეცნიერო ინოვაციების, კომენტარებისა და უახლესი კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაცია მეცნიერების განვითარების ამერიკულ ასოციაციასთან (AAAS) ერთად. ფონდს აქვს რამდენიმე სხვადასხვა ჯილდო და პრიზი. აჯილდოებს სხვადასხვა დარგის მეცნიერებსა და მათ მიღწევებს. იხილეთ ბმული.
11. იუნესკო არის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. მისი მისიაა მშვიდობის დამყარება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. იუნესკოს აქვს კვლევების დაფინანსების საკუთარი პროგრამებიც და ასევე სხვა სააგენტოების მეშვეობითაც ახორციელებს დაფინანსებას, როგორიცაა მაგალითად, მეცნიერებათა მსოფლიო აკადემია (TWAS); განვითარებად ქვეყნებში მეცნიერებაში ქალთა გაძლირების ორგანიზაცია (OWSD) და L'Oréal-UNESCO ქალები მეცნიერებაში. იხილეთ ბმული.
12. ავსტრიის სამეცნიერო ფონდი (FWF) არის ავსტრიის ძირითადი დაფინანსების წყარო საბაზისო კვლევებისთვის. ფონდი უმთავრესად აფინანსებს ყველა აკადემიური დისციპლინის წარმომადგენელ მკვლევარს ავსტრიაში და ასევე თანამშრომლობს პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით კვლევების თანადაფინანსების მიზნით. მხარს უჭერს მკვლევრებს განვითარებად ქვეყნებში. FWF-ის პრიორიტეტი გენდერული თანასწორობაა. იხილეთ ბმული.
13. დელტა გამა ფონდი უზრუნველყოფს იმ წევრების უწყვეტ მხარდაჭერას, რომლებიც ჩარიცხული არიან აშშ-ში საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებზე. ფონდი თავის წევრებსისთვის აწესებს ცალკეულ ჯილდოებს, ტრენინგებსა და სტიპენდიებს. იხილეთ ბმული.
14. დოქტორ Jost Henkel Stiftung-ის ორგანიზაცია უზრუნველყოფს მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებსა და მკვლევარებს საჭირო ფინანსური მხარდაჭერით, რათა მათ შეძლონ სწრაფად და ფინანსური ტვირთის გარეშე დაასრულონ საბაკალავრო და სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამები. ფონდი აფინანსებს სტუდენტებს როგორც ერთჯერადი გრანტით, ისე ყოველთვიური შენატანით ან უპროცენტო სესხით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტები უნდა იყვნენ ჩარიცხული გერმანიის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე. იხილეთ ბმული.
15. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო მობილობას. DAAD -ის გრანტები და სტიპენდიები, ხელს უწყობს გერმანიის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას. იხილეთ ბმული.
16. ეკონომიკური და სოციალური კვლევის საბჭო (ESRC) არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ფონდი. აფინანსებს ეკონომიკური, სოციალური, ქცევითი და ადამიანის მონაცემთა მეცნიერებებში მომუშავე მკვლევარებს. მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ კვლევებს ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში და ასევე მკვლევრებს კარიერის ყველა ეტაპზე. იხილეთ ბმული.
17. გერმანიის მეცნიერთა ორგანიზაცია (GSO) არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ბერლინში. ორგანიზაცია აფინანსებს კვლევებს შემდეგი ფონდებიდან: Klaus Tschira Stiftung, Carl-Zeiss-Stiftung, Schader-Stiftung და Dr. Wilhelmy-Stiftung. GSO-ს აქვს რამდენიმე დაფინანსების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს კვლევას გერმანიაში, მათ შორისაა საერთაშორისო მკვლევრების მხარდაჭერა, რათა მათ დამოუკიდებელი კვლევითი კარიერის შექმნა შეძლონ გერმანიაში. იხილეთ ბმული.
18. შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SNSF) ფონდი მრავალი დაფინანსების სქემით შვეიცარიაში ნებისმიერი დისციპლინის წარმომადგენელ მკვლევრებს აფინანსებს კარიერის ყველა ეტაპზე. განმცხადებლები უნდა იყვნენ მკაფიოდ დაკავშირებული შვეიცარიასთან, მათ შორის იყვნენ შვეიცარიის მოქალაქეები ან ჰქონდეთ შვეიცარიაში მუდმივი ბინადრობის ან ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ნებართვა ან უნდა იყვნენ დაქორწინებული შვეიცარიის მოქალაქეზე ან რეგისტრირებული უნდა ჰქონდეთ თანაცხოვრება შვეიცარიის მოქალაქესთან. პოსტდოქტორანტურაში მობილობის სქემით მოსარგებლეებს შეუძლიათ მიღებული სასტიპენდიო დაფინანსება გამოიყენონ მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში. იხილეთ ბმული.
19. Falling Walls Foundation არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ბერლინში და ემსახურება მეცნიერებასა და საზოგადოებაში არსებული ბარიერების მოხსნას. ფონდს აქვს ერთწლიანი ინტენსიური პროგრამა კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი ნიჭიერი ქალი მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეების პროგრამა, რომელიც გამიზნულია შექმნას კარიერის ახალი პერსპექტივები ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი კვლევებისა და საექსპერტო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით და სამეწარმეო საქმიანობით. იხილეთ ბმული.
20. მეცნიერების ხელშეწყობის იაპონიის საზოგადოება (JSPS) არის კვლევების მთავარი დაფინანსების სააგენტო იაპონიაში. მხარს უჭერს როგორც იაპონელ ასევე საერთაშორისო მკვლევრებს. კერძოდ, სააგენტო თანამშრომლობს იაპონელ დამფინანსებლებთან, რათა შეარჩიონ და დააჯილდოონ საერთაშორისო მკვლევრები იაპონიაში პოსტდოქტორანტურის გასავლელად. იხილეთ ბმული.
21. კნუტ და ალისა ვალენბერგის ფონდი შვედეთში კვლევების ყველაზე დიდი კერძო დამფინანსებელია. ფონდი აფინანსებს ნებისმიერი დისციპლინის მკვლევრებს, რომლებიც დაფუძნებული არიან შვედეთში, პოსტდოქტორანტებს, სტუდენტებს, რომლებმაც დაასრულეს დოქტორანტურა შვედეთში. პარტნიორები არიან სტენფორდის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სინგაპურში. იხილეთ ბმული.
22. Zonta International არის პროფესიონალთა წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც აძლიერებს ქალებს მთელ მსოფლიოში მომსახურებისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაცია აწესებს რამდენიმე სტიპენდიას მათ შორის ქალ მეცნიერთათვის მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
23. ფილოსოფოსთა ამერიკული საზოგადოება არის უძველესი საზოგადოება აშშ-ში. საზოგადოება მხარს უჭერს კვლევებსა და აღმოჩენებს გრანტებისა და სტიპენდიების, ლექციების, პუბლიკაციების, პრიზების, გამოფენებისა და საჯარო განათლების მეშვეობით. საზოგადოების კვლევის დაფინანსების სქემები ღიაა მსოფლიოს ყველა დისციპლინის მეცნიერთათვის. იხილეთ ბმული.
24. Crafoord Foundation არის კერძო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია შვედეთში. ფონდი აფინანსებს შვედეთის შემდეგ უნივერსიტეტებში დაფუძნებულ მკვლევრებს: ბლეკინგეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ჰალმსტადის უნივერსიტეტი; კრისტიანშტადის უნივერსიტეტი; ლინნეს უნივერსიტეტი; ლუნდის უნივერსიტეტი; მალმოს უნივერსიტეტი; შვედეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი ალნარპში; ფონდის კვლევის დაფინანსების პროგრამები იხსნება დეკემბერში და იხურება მომდევნო წლის თებერვალში. იხილეთ ბმული.
25. უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაცია (AAUW) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება გენდერულ თანასწორობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. AAUW აფინანსებს ბევრ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ქალებს მეცნიერებასა და კვლევაში. ჯილდოების უმეტესობა ხელმისაწვდომია აშშ-ს მოქალაქეებისთვის და მუდმივი რეზიდენტებისთვის. ზოგიერთი კონკურსი ღიაა საერთაშორისო განმცხადებლისთვისაც. იხილეთ ბმული.
26. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს გერმანიაში, განურჩევლად დისციპლინისა და ეროვნებისა. ამგვარი მხარდაჭერით ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანხმობასა და სამეცნიერო პროგრესს. იხილეთ ბმული.
27. კანადის მთავრობა კვლევების დაფინანსებას სამი სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს - კანადის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტები (CIHR); ბუნების მეცნიერებათა და ინჟინერიის კვლევის საბჭო (NSERC); სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის საბჭო (SSHRC); მოქალქეობის არმქონე პირებისთვის დაფინანსება შემოიფარგლება კანადაში ჩატარებული კვლევებით; კანადის მოქალაქეებს და მუდმივ რეზიდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ საგრანტო დაფინანსება კანადის ფარგლებს გარეთ კვლევის ჩასატარებლადაც. იხილეთ ბმული.
28. სპენსერის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი და ერთადერთი ამერიკული ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურად განათლების კვლევის მხარდაჭერაზე. ფონდი აფინანსებს განათლების კვლევებს მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
29. საერთაშორისო განვითარების კვლევითი ცენტრი (IDRC) უზრუნველყოფს კვლევით დაფინანსებას განვითარებად რეგიონებში (დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში) გლობალური განვითარებისთვის. ცენტრი ახორციელებს ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებში კვლევების გზით, რათა გააძლიეროს პოლიტიკის შემქმნელთა სტრატეგიები და ააშენოს მდგრადი და ინკლუზიური სამყარო. იხილეთ ბმული.
30. ხელოვნების ნაციონალური ფონდი (NEA), არის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო აშშ-ში. ხელოვნებისა და ხელოვნების განათლების ყველაზე დიდი დამფინანსებელი ორგანიზაცია. NEA მხარს უჭერს ხელოვნების მკვლევრებს კვლევითი გრანტებითა და სტიპენდიებით. იხილეთ ბმული.
31. კარლსბერგის ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინდუსტრიული ფონდია. ფონდი მხარს უჭერს ინოვაციურ საერთაშორისო საბაზისო კვლევებს, რომლებიც ფოკუსირებულია მათ შორის საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ დისციპლინებზე. აფინანსებს საბაზისო კვლევებს, რომლებიც გვეხმარება გლობალური გამოწვევების გადაჭრაში და სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ფონდი აფინანსებს მათ შორის საერთაშორისო მკვლევრების კვლევით პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია დანიასთან. იხილეთ ბმული.
32. ტურკუს მოწინავე კვლევების ინსტიტუტი (TIAS) არის ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტის ნაწილი. TIAS არის კვლევითი კოლეგია, რომელიც მხარს უჭერს ნიჭიერი ადრეული და შუა კარიერის ეტაპზე მყოფი მკვლევრების განვითარებას სამწლიანი დაფინანსებით, რაც მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ კვლევითი პროექტები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. TIAS-ს მასპინძლობს Turku Intersectoral Excellence Scheme (TIES), ევროკავშირის Marie Sklodowksa-Curie Actions (MSCA) და ტურკუს უნივერსიტეტის თანადაფინანსების პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს TIAS-ის მკვლევარებს ითანამშრომლონ აკადემიური გარემოს გარეთ არსებულ ინსტიტუტებთანაც. იხილეთ ბმული.
33. Pure Ocean საერთაშორისო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია საფრანგეთში. ფონდის მისიაა სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება ბიომრავალფეროვნებისა და მყიფე საზღვაო ეკოსისტემების დაცვის მიზნით ამბიციური და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების მხარდასაჭერად. ფონდი მხარს უჭერს მკვლევრებს უნივერსიტეტებში, კვლევით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოდან. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს ისეთ პროექტებს, რომლებიც ეხება საზღვაო დაბინძურებას, იცავს და აღადგენს საზღვაო ეკოსისტემებს, საზოგადოების ადაპტაციას კლიმატის ცვლილებასთან და აუმჯობესებს ოკეანის სისტემის გაგებას. იხილეთ ბმული.
34. ნიუბერის ბიბლიოთეკა ემსახურება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევასა და სწავლის ხელშეწყობას. ორგანიზაციის მისიაა გაზარდოს ხელმისაწვდომობა იშვიათი და ისტორიული მასალების კოლექციებზე, რომელიც ექვს საუკუნეზე მეტხნიან ადამიანურ გამოცდილებას მოიცავს. ფონდი უამრავ სტიპენდიას აწესებს ინდივიდუალურ კვლევით პროექტებზე მომუშავე გამოჩენილი მეცნიერებისთვის. დაფინანსების უმეტესობა ღიაა მეცნიერებისთვის აშშ-ში, მიუხედავად მოქალაქეობისა. იხილეთ ბმული.
35. Velux-ის ფონდები შედგება ორი საქველმოქმედო ფონდისგან, სახელწოდებით Villum Fonden და Velux Fonden. ფონდები აფინანსებენ კვლევით გრანტებს რამდენიმე დისციპლინაში, მათ შორისაა ოფთალმოლოგია, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, გერონტოლოგია და ალგორითმები, მონაცემთა მეცნიერება და დემოკრატია. იხილეთ ბმული.
36. Driving Urban Transitions Partnership (DUT) არის ევროკავშირის თანადაფინანსებული პროგრამა, რომელშიც 27 ქვეყნიდან 60 პარტნიორია გაერთიანებული- ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის შემქმნელები, დონორები, ქალაქის პოლიტიკსთან დაკავშირებული სააგენტოები. DUT მხარს უჭერს ტრანსნაციონალურ კვლევით პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად ურბანულ განვითარებას. DUT-ში ჩართული ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. იხილეთ ბმული.
37. The American Council of Learned Societies (ACLS), არაკომერციული საბჭო, რომელიც შედგება 79 სამეცნიერო ორგანიზაციისგან. ფონდი მხარს უჭერს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას და პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. დაწესებული აქვს რამდენიმე სტიპენდია და გრანტი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ყველა განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ORCID ID. აფინანსებს როგორც ამერიკელ, ასევე უცხოელ მეცნიერებს. იხილეთ ბმული.
38. ფონდი Arcus მუშაობს როგორც სოციალური ჰარმონიის, ასევე ბუნებრივ სამყაროსთან ჰარმონიის მისაღწევად. ამ მიზნით, ორგანიზაციას აქვს ორი დაფინანსების პროგრამა: სოციალური სამართლიანობისა და Great Apes & Gibbons გრანტები. გრანტები ეძლევა იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებს. პროცესი გადის მრავალ ეტაპს, მათ შორის პირველადი დაფინანსების კონცეფციის წარდგენას, სრული წინადადების წარდგენას და საბოლოოდ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. პროცესს შეიძლება დასჭირდეს ორიდან ექვს თვემდე დრო. იხილეთ ბმული.
39. Graham Foundation აფინანსებს არქიტექტურის შესახებ იდეების განვითარებას და გაცვლას და ასევე მის გავლენას ხელოვნებაზე, კულტურასა და საზოგადოებაზე. ფონდი გრანტებს აძლევს ცალკეულ მკვლევრებსა და ორგანიზაციებს. ფონდი ძირითადად ორიენტირებულია არქიტექტურის, დიზაინის, ურბანული დაგეგმარების, ვიზუალური ხელოვნების და ა.შ. პროექტების მხარდაჭერაზე. ფონდი იყენებს შეფასების ორეტაპიან პროცესს. განმცხადებლებმა ჯერ უნდა წარმოადგინონ განზრახვის წერილი და მხოლოდ მოწვეულ განმცხადებლებს შეუძლიათ შეიტანონ სრული წინადადები. იხილეთ ბმული.
40. TDR არის ტროპიკულ დაავადებებში კვლევისა და ტრენინგის სპეციალური პროგრამა, თანადაფინანსებული გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ. TDR გლობალურ სამეცნიერო თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული. მხარს უჭერს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, სიღარიბით გამოწვეულ დაავადებების კვლევას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ჩათვლით. მუშაობს დაავადებებით დაზარალებულ ქვეყნებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. აქვს კონკრეტული რეგიონის სპეციფიკას მორგებულ საგრანტო პროგრამები. იხილეთ ბმული.
41. შმიდტის საოჯახო ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია აშშ-ში. აფინანსებს მთელს მსოფლიოში, კვლევებს რაც ეხება სუფთა განახლებადი ენერგიის, ჯანსაღი კვების სისტემების, ჯანსაღი ოკეანეებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. დაფინანსება ხდება ორი ძირითადი პროგრამით - The 11th Hour Project და Schmidt Marine Technology Partners. იხილეთ ბმული.
42. Sparrow არის ბრიტანული კომპანია, რომელიც აწესებს კვლევით პრიზებს დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის. იხილეთ ბმული.
43. ჰარი ფრანკ გუგენჰაიმის ფონდი (HFG) ამერიკული ფონდი. მკვლევრებს მსოფლიო მასშტაბით სთავაზობს გრანტებსა და სტიპენდიებს; კვლევის თემატიკა უნდა ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობის გადაუდებელი პრობლემები, ომი; ტერორიზმი; დანაშაული; ოჯახური და ინტიმურ-პარტნიორული ურთიერთობები; კლიმატის არასტაბილურობა და ბუნებრივი რესურსების კონკურენცია; რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტი; პოლიტიკური ექსტრემიზმი და ნაციონალიზმი. იხილეთ ბმული.
44. Hanse-Wissenschaftskolleg – უმაღლესი კვლევების ინსტიტუტი (HWK) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში. ორგანიზაცია სტიპენდიებს სთავაზობს მეცნიერებს, მხატვრებსა და ავტორებს მთელი მსოფლიოდან საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. იხილეთ ბმული.
45. AXA Research Fund არის ფილანტროპული ფონდი, რომელიც 2008 წლიდან აფინანსებს დამოუკიდებელ აკადემიურ კვლევებს. ფონდისთვის საინტერესოა ჩვენი პლანეტის წინაშე არსებული გამოწვევები. აფინანსებს პოსტდოქტორანტებს, რომლებიც იკვლევენ გარემოს, ჯანმრთელობას, ახალ ტექნოლოგიებსა და სოციალურ-ეკონომიკას. იხილეთ ბმული.
46. The Society in Science არის შვეიცარული ფონდი, რომლის მისიაა მეცნიერების საზღვრების გაფართოება. ფონდი აფინანსებს Branco Weiss Fellowship-ს, რომელიც დიდ დახმარებას უწევს პოსტდოქტორანტებს მთელი მსოფლიოდან განახორციელონ ინოვაციური კვლევები. ყოველწლიურად ჯილდოვდება 10-მდე სტიპენდიანტი. განაცხადების მიღება სრულდება იანვარში. იხილეთ ბმული.
47. ნაციონალური სამეცნიერო ფონდი (NSF) არის აშშ-ს დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო, აფინანსებს კვლევებს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და სოციალური მეცნიერებები. აფინანსებს ძირითადად ამერიკელ მკვლევრებს და აშშ-ში განსახორციელებელ პროექტებს, თუმცა, ზოგიერთი პროგრამა ღიაა უცხოელი აპლიკანტებისთვისაც. იხილეთ ბმული.
48. გერდა ჰენკელის ფონდი არის გერმანული ფონდი. ორიენტირებულია ისტორიული და ჰუმანიტარული მეცნიერებების მხარდაჭერაზე. ფონდს აქვს შემდეგი სპეციალური პროგრამები: „უსაფრთხოება, საზოგადოება და სახელმწიფო“ ,თანამედროვე ცხოვრებასთან და მომავალთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად;
ლიზა მასკელის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდასაჭერად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობის პროგრამა; „დემოკრატია, როგორც უტოპია, გამოცდილება და საფრთხე;“ „დაკარგული ქალაქები. მიტოვებული ქალაქების აღქმა და ცხოვრება მსოფლიო კულტურებში“ პროგრამები მხარს უჭერს ჰუმანიტარულ დარგში მომუშავე მეცნიერებს როგორც გერმანიაში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
49. ამერიკული ფსიქოლოგიური ფონდი (APF) აფინანსებს კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფ ფსიქოლოგიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც იკვლევენ და იყენებენ ფსიქოლოგიას ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ფონდი აფინანსებს კვლევებსა შემდეგ სფეროებში: ფსიქოლოგიის როლი რისკის ქვეშ მყოფი დაუცველი მოსახლეობისთვის; ძალადობის პრევენცია; ქცევასა და ჯანმრთელობას შორის კავშირის გაგება; სტიგმისა და ცრურწმენის გაგება და აღმოფხვრა; სერიოზული ფსიქიკური დაავადების მკურნალობა; ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების შესწავლა; ადამიანის რეპროდუქციული ქცევების გამოკვლევა; ბავშვთა ფსიქოლოგიის შესწავლა. იხილეთ ბმული.
50. ფოლკსვაგენის ფონდი წარმოადგენს კერძო საქველმოქმედო არაკომერციულ ორგანიზაციას. ფონდის საქმიანობის სფეროებია სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და უმაღლესი სკოლებისათვის დახმარების აღმოჩენა. იხილეთ ბმული.
51. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. იხილეთ ბმული.
52. USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, ხელი შეუწყოს დემოკრატიულ მიღწევებს, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. იხილეთ ბმული.
53. ვიშეგრადის ფონდი - დაარსდა 2000 წელს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ. ფონდი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონულ თანამშრომლობას გრანტების, სტიპენდიების და ხელოვანთა რეზიდენციების პროგრამებით. პრიორიტეტუი მიმართულებებია კულტურა, განათლება, ინოვაციები, დემოკრატიული ღირებულებები, საჯარო პოლიტიკა, გარემოს დაცვა, ტურიზმი და სოციალური განვითარების მიმართულება. ფონდის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 10 მილიონ ევროს, რომელიც უზრუნველყოფილია V4 მთავრობების თანაბარი შენატანებით. ფონდი ასევე ახორციელებს მესამე ქვეყნების ფინანსური შენატანების ადმინისტრირებას Visegrad+-ის პროექტებისთვის, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართველ მკვლევრებსაც აქვთ. იხილეთ ბმული.
54. გლობალური რელიგიის კვლევის ინიციატივა (GRRI) - ეს ინიციატივა დაფინანსებულია Templeton Religion Trust-ის მიერ. მისი მისიაა გლობალურ პერსპექტივით რელიგიის შესწავლა. ფონდი რესურსებით უზრუნველყოფს მეცნიერებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიო მასშტაბით რელიგიების სტრუქტურის, პრაქტიკის და გავლენის შესწავლით. GRRI-ი, დაფინანსების ოთხი ეტაპის მეშვეობით, გთავაზობთ კვლევით და სასწავლო გრანტებს, სტიპენდიის პროგრამებს და სხვა. იხილეთ ბმული.
55. Pew-Templeton Global Religious Futures Project - ამ პროგრამას ერთობლივად აფინანსებენ ორგანიზაციები The Pew Charitable Trusts და The John Templeton Foundation-ი. პროგრამა აფინანსებს კვლევებს რელიგიური დემოგრაფიისა და ტენდენციების შესახებ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
56. გლობალური ქრისტიანობის შესწავლის ცენტრი: აკადემიური კვლევითი ცენტრი. იკვლევს ქრისტიანობის მსოფლიო დემოგრაფიულ ტენდენციებს, მათ შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიას; ასევე ქრისტიანობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ ტენდენციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მისი მონაცემები და პუბლიკაციები ეხმარება ეკლესიებს, სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყვნენ უფრო სტრატეგიული და მგრძნობიარენი ადგილობრივი კონტექსტების მიმართ. იხილეთ ბმული.
57. რელიგიის კვლევის გლობალური ცენტრი (GCRR) - არის აკადემიური საზოგადოება და გამომცემლობა. აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ხელოვნების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში რელიგიის კვლევისთვის. იხილეთ ბმული.
58. ვაშინგტონის უნივერსიტეტის გლობალური ქრისტიანული კვლევების ცენტრი: ეს ცენტრი მხარს უჭერს გლობალური ქრისტიანობის კვლევას და გლობალურ კონტექსტში ქრისტიანობის შესწავლით დაინტერესებულ მეცნიერებს სთავაზობს სტიპენდიებსა და სხვა რესურსებს. იხილეთ ბმული.
59. ჰენრი ლუსის ფონდი - ფილანტროპული ორგანიზაცია. მიზნად ისახავს რელიგიისა და თეოლოგიის შესახებ ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საგრანტო კონკურსის მეშევეობით. ფონდის სხვადასხვა პროგრამა ხელი უწყობს უფრო პროდუქტიული საჯარო დისკუსიების წარმართვას დემოკრატიის, რასისა და რელიგიის შესახებ მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
60. ჯონ ტემპლტონის ფონდი - ფონდი აფინანსებს კვლევით პროექტებს, რომლებიც რელიგიისა და მეცნიერების თანაკვეთის საკითხებს შეისწავლის, ასევე რელიგიასთან და სულიერებასთან დაკავშირებულ სხვა თემებს. იხილეთ ბმული.
61. Wenner-Gren Foundation - ფონდი აფინანსებს კვლევით პროექტებს ანთროპოლოგიაში, ასევე აქვს რელიგიისა და სულიერების კვლევების პროგრამები. იხილეთ ბმული.
62. ევროკომისიის პროგრამები და კონკურსები. იხილეთ ბმული.
63. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. იხილეთ ბმული.
მედიცინა
1. The American Association for Cancer Research (AACR) კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაცია (AACR), ახორციელებს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისა და მკურნალობის კვლევებს. იხილეთ ბმული.
2. ამერიკის ფიზიოლოგთა საზოგადოება (American Physiological Society) მსოფლიო მასშტაბით ბიოლოგიურ ფუნქციებთან დაკავშირებული ცოდნის წარმოებისა და კვლევების ლიდერი საზოგადოება. მთელ მსოფლიოში აერთიანებს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც თითქმის 10,000 მეცნიერისა და მასწავლებლისგან შედგება, ხელს უწყობს თანამშრომლობასა და სამეცნიერო აღმოჩენებს ფიზიოლოგიასა და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებში. იხილეთ ბმული.
3. The Lupus Research Alliance ლუპუსის კვლევის ალიანსი. ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ლუპუსის დიაგნოსტირებას, თერაპიას და მისგან საბოლოოდ განკურნების გზებს. იხილეთ ბმული.
4. European Congress of Clinical Microbiology and Infectious Diseases (ECCMID) ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების კონგრესი (ECCMID). არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიაა ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია. აფინანსებს კვლევას, განათლებას, ტრენინგებს და ხელს უწყობს კარგი სამედიცინო პრაქტიკის შემუშავებას. ESMID გაწევრიანების მსურველებისთვის ახალ აპლიკაციებს მთელი მსოფლიოდან იღებს. იხილეთ ბმული.
5. National Psoriasis Foundation- ფსორიაზის კვლევის ნაციონალური ფონდი. ფონდი მხარს უჭერს კვლევთ ინიციატივებსა და ნიჭიერი მკვლევარებს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად. იხილეთ ბმული.
6. Gerber Foundation გერბერის ფონდის მისიაა მცირეწლოვან ბავშვებში ჩვილების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება კვების, მოვლისა და განვითარების გზით. იხილეთ ბმული.
7. Conquer Cancer (The ASCO Foundation) ფონდის მისიაა სიმსივნეთა კვლევის დაფინანსება და ცოდნის გაზიარება მთელ მსოფლიოში. ფონდს აქვს მრავალფეროვანი დაფინანსების პროგრამები კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი მეცნიერებისთვის და კლინიცისტებისთვის მთელ მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
8. The Gordon and Betty Moore Foundation´s გორდონ და ბეტი მურის ფონდის მისიაა მომავალი თაობებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად, ფონდი სხვა აქტივობებთან ერთად, ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს, გარემოს დაცვასა და პაციენტის მოვლის პირობების გაუმჯობესებას. იხილეთ ბმული.
9. The Thrasher Research Fund ფონდი მთელ მსოფლიოში აფინანსებს სამედიცინო კვლევით გრანტებს, რომლებიც ეხება ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას. არსებობს დაფინანსების ორი მექანიზმი, E.W. "Al Thrasher Award დამოუკიდებელი პედიატრი მკვლევრებისთვის და ადრეული კარიერის ჯილდოები პოსტდოქტორანტებისთვის. იხილეთ ბმული.
10. The Royal Society of Tropical Medicine and Hygiene საზოგადოების საქმიანობა ეძღვნება ტროპიკული მედიცინისა და გლობალური მასშტაბით ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. საზოგადოების მრავალ აქტივობას შორის არის კვლევითი პროექტების დაფინანსებაც ადრეული კარიერის მკვლევრებისთვის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიო მასშტაბით, ასევე ტროპიკული მედიცინისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ბრწყინვალებისა და პროგრესის აღიარების ჯილდოები. იხილეთ ბმული.
11. The Chordoma Foundation არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ქორდომით (ძვლის კიბოს იშვიათი სახეობა) დაზარალებულთა ცხოვრების გაუმჯობესებასა და ინოვაციური კვლევების მხარდაჭერაზე ამ დაავადების განკურნების გზების საპოვნელად. ფონდი აფინანსებს კვლევებს და მკვლევარებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
12. The American Brain Foundation ფონდი მთელ მსოფლიოში აფინანსებს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ ტვინის და ნერვული სისტემის დაავადებებისა და დარღვევების ფართო სპექტრზე. იხილეთ ბმული.
13. The National Multiple Sclerosis Society გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოების მისიაა ამ დაავადების განკურნების გზებს ძიება. საზოგადოება კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი მკვლევრებისთვის აფინანსებს გაფანტული სკლეროზის კვლევას მრავალფეროვანი პროგრამებითა და შესაძლებლობებით როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
14. Cure Parkinson´s ფონდის მიზანია პარკინსონის დაავადების განკურნების გზების ძიება მსოფლიოს წამყვანი ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგების დაფინანსებით. ფონდი აფინანსებს როგორც პრეკლინიკურ, ასევე კლინიკურ კვლევებს, რომელთაც პარკინსონის დაავადების განკურნების პოტენციალი გააჩნია. იხილეთ ბმული.
15. Fight for Sight არის გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება სიბრმავისა და თვალის დაავადებების კვლევას. საქველმოქმედო ორგანიზაცია აფინანსებს დიდ ბრიტანეთში აფილირებულ მკვლევარებს, თუმცა კვლევები შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთაც. იხილეთ ბმული.
16. Angelman Syndrome Foundation ფონდის მისიაა ანგელმანის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მკურნალობა. ფონდი მხარს უჭერს ანგელმანის სინდრომის განკურნებაზე მომუშავე ჯგუფებსა და კვლევებს მთელ მსოფლიოში. აფინანსებს მეცნიერებს, კლინიკებსა და პედაგოგებს სამი სახის კვლევითი პროგრამებით: მაღალი რისკის მქონე და მაღალი მოლოდინების მქონე პროექტები, რომლებიც მიმართულია განკურნების ძიებაზე; კლინიკური კვლევები სიმპტომების შესამსუბუქებლად და ფუნდამენტური კვლევები, რომლებიც ხელს უწყობს UBE3A-ს გაგებას, თუ რა ფუნქცია აქვს მას ტვინისთვის. იხილეთ ბმული.
17. პარტნიორობა ჯანსაღი კონკურენციისთვის The Partnership for Clean Competition (PCC) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული საფეხბურთო ლიგის, ბეისბოლის მთავარი ლიგის და აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ. პარტნიორობა ცდილობს, დაიცვას სპორტული კონკურენციის სამართლიანობის პრონციპები და აფინანსებს მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებისა და ნოვატორების პროექტებს ანტიდოპინგის კვლევებში. იხილეთ ბმული.
18. The IDSA Foundation ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების ფონდი (IDSA). ფონდი ორიენტირებულია ადრეული კარიერის მკვლევართა და კლინიცისტთა გადამზადებასა და კარიერულ განვითარებაზე ინფექციურ დაავადებებში. იხილეთ ბმული.
19. დიაბეტის შესწავლის ევროპული ფონდი (EFSD) აფინანსებს დიაბეტის კვლევის ყველა სფეროს ევროპასა და ევროპასთან ასოცირებული ქვეყნების მკვლევრებისთვის. ყოველწლიურად ფონდს დიაბეტის მკვლევრებისთვის მრავალფეროვანი დაფინანსების პროგრამები აქვს. იხილეთ ბმული.
20. თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოება (ISTH) The International Society on Thrombosis and Haemostasis (ISTH) ეძღვნება თრომბოზთან და ჰემოსტაზთან დაკავშირებულ კვლევებს, მათ პრევენციას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. საზოგადოება მხარს უჭერს ტრანსფორმაციულ სამეცნიერო აღმოჩენებსა და კლინიკურ პრაქტიკას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ექიმებისა და მეცნიერების პროფესიულ კარიერულ განვითარებას მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
21. პრადერ-ვილის კვლევის ფონდი (FPWR) The Foundation for Prader-Willi Research (FPWR) ფონდის მიზანია, აღმოფხვრას პრადერ-ვილის სინდრომის (PWS) სირთულეები კვლევისა და თერაპიის განვითარების გზით. ფონდი მთელ მსოფლიოში აფინანსებს მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ PWS-ზე აკადემიურ, სამთავრობო, არაკომერციულ ან არაკომერციულ კვლევით ორგანიზაციებში. ამჟამინდელი კვლევები ფოკუსირებულია PWS-თან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებელ ინტერვენციებზე. იხილეთ ბმული.
22. Morton Cure Paralysis Fund (MCPF) ფონდი მხარს უჭერს ზურგის ტვინის დაზიანების (SCI) თერაპიაში უახლესი კვლევების ჩატარებას. MCPF-ის გრანტები, როგორც წესი, არის საწყისი დაფინანსება, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, სანამ განაცხადს წარადგენენ, კონცეფციის დამადასტურებელი მონაცემები მოიპოვონ უფრო ფართომასშტაბიანი დაფინანსების მოსაპოვებლად. განაცხადები ღიაა აშშ-ისა და საერთაშორისო მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ კვლევით ინსტიტუტებში და აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ანგარიშვალდებულებისა და ფისკალური პასუხისმგებლობის ხაზები. იხილეთ ბმული.
23. The Children’s Heart Foundation ბავშვთა გულის ფონდის მისიაა თანდაყოლილი გულის დეფექტების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის ხელშეწყობა ყველაზე პერსპექტიული კვლევების დაფინანსებით. კვლევის დაფინანსება ხელმისაწვდომია მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
24. The American Thoracic Society (ATS) კვლევითი პროგრამა ცდილობს, გააუმჯობესოს რესპირატორული ჯანმრთელობა მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერით ფილტვების, კრიტიკული მოვლისა და ძილის მედიცინაში. ATS დაფინანსების მსურველები უნდა იყვნენ საზოგადოების წევრები; განმცხადებლები შეიძლება ცხოვრობდნენ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. იხილეთ ბმული.
25. The AlphA-1 ფონდი ფონდი ემსახურება ალფა-1 ანტიტრიფსინის (AAT) დეფიციტის მქონე პირთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კვლევები ფოკუსირებულია ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებებზე, რომლებიც გამოწვეულია იშვიათი გენეტიკური აშლილობით. ფონდი აფინანსებს მკვლევარებს მთელ მსოფლიოში შემდეგ კატეგორიებში: საკომუნიკაციო გრანტები; გრანტები, რომლებიც AAT-ის დეფიციტთან დაკავშირებულ ეთიკურ, იურიდიულ და სოციალურ საკითხებსს იკვლევს; საპილოტე და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები; პოსტდოქტორანტურის სტიპენდიები; სამეცნიერო შეხვედრების დაფინანსება და სამოგზაურო გრანტები. იხილეთ ბმული.
26. პაციენტზე ორიენტირებული შედეგების კვლევის ინსტიტუტი The Patient-Centered Outcomes Research Institute (PCORI) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში; ფონდის მისიაა, დაეხმაროს პაციენტების, კლინიკებისა და ჯანდაცვით დაინტერესებულ ყველა მხარეს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ინსტიტუტი ცდილობს, გაზარდოს სასარგებლო, სანდო ინფორმაციის რაოდენობა და ხარისხი, რომელიც ხელმისაწვდომია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. კვლევა შეიძლება ჩატარდეს აშშ-ს ფარგლებს გარეთ, თუ კვლევები შესაბამისია აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის კონტექსტთან. იხილეთ ბმული.
27. The American Urological Association´ ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მისიაა უროლოგიური კლინიკური დახმარების განვითარება განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების გზით. ასოციაცია უზრუნველყოფს ფართო კვლევითი დაფინანსების მხარდაჭერას, მათ შორის გრანტებს, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას უროლოგიური მოვლისა და კვლევის სფეროში; აფინანსებს კვლევით გრანტებს კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი ექიმებისა და მეცნიერებისთვის მთელ მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
28. BrightFocus Foundation არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში. ფონდი აფინანსებს ინოვაციურ საბაზისო მკვლევრებს მთელ მსოფლიოში, ვინც მუშაობს ალცჰეიმერის დაავადების, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა და გლაუკომის სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის. დაფინანსება მოიცავს კვლევითი გრანტების დაფინანსებას და პოსტდოქტორანტურის გრანტებს. იხილეთ ბმული.
29. The American Association of University Women (AAUW) უნივერსიტეტელ ქალთა ამერიკული ასოციაცია არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება გენდერულ თანასწორობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. AAUW აფინანსებს ბევრ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ქალებს მეცნიერებასა და კვლევაში. ჯილდოების უმეტესობა ხელმისაწვდომია აშშ-ს მოქალაქეებისთვის და მუდმივი რეზიდენტებისთვის. ზოგიერთი ჯილდო ღიაა საერთაშორისო განმცხადებლისთვისაც. იხილეთ ბმული.
30. The Leukemia and Lymphomas Society (LLS) ლეიკემიისა და ლიმფომების საზოგადოება (LLS) არის უმსხვილესი არაკომერციული დამფინანსებელი, რომელიც სისხლის კიბოს კვლევას ეძღვნება. საზოგადოება აფინანსებს ლეიკემიის, ლიმფომისა და სისხლის კიბოს მკვლევარებს მთელს მსოფლიოში დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით, მათ შორის კვლევითი გრანტებისა და სტიპენდიების საშუალებით. იხილეთ ბმული.
31. Fogarty International Center არის აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი. ცენტრი ახორციელებს NIH-ის მისიებს ამერიკელი მეცნიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლების მიერ ჩატარებული გლობალური ჯანდაცვის კვლევის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ცენტრი აყალიბებს თანამშრომლობას NIH-სა და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის და ხელს უწყობს მომავალი თაობის მეცნიერთა გადამზადებას მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
32. The American Academy of Neurology (AAN) ნევროლოგიის ამერიკული აკადემია (AAN) ახორციელებს პაციენტზე ორიენტირებული უმაღლესი ხარისხის ნევროლოგიური მოვლის პოპულარიზაციას და თავისი წევრების კარიერული შესაძლებლობებისა და კმაყოფილების დონის გაზრდას. მისიის ფარგლებში, აკადემია აფინანსებს ნევროლოგიის კვლევას მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
33. The Myasthenia Gravis Foundation of America ამერიკის მიასთენია გრავისის ფონდი საქმიანობს ამ დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; ეს დაავადება იშვიათი აუტოიმუნური აშლილობაა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს. ფონდი აფინანსებს რამდენიმე კვლევით სქემას- მაღალი ზემოქმედების საპილოტე პროექტებს, კვლევებს, რომლებსაც აქვთ განვითარების პოტენციალი მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებისთვის და პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ ადრეული კარიერის მკვლევარებს. იხილეთ ბმული.
34. The Melanoma Research Foundation (MRF) მელანომის კვლევის ფონდი (MRF) არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება მელანომას კვლევას. ფონდი მხარს უჭერს სამედიცინო კვლევებს, რომლებიც საბოლოოდ მიგვიყვანს მელანომის ეფექტური მკურნალობისა და შესაძლო განკურნებისკენ. დაფინანსება ხელმისაწვდომია მკვლევრებისთვის მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
35. The Laboratory Animal Science Association (LASA) ლაბორატორიული ცხოველთა მეცნიერების ასოციაცია (LASA) არის გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებისა და ცხოველების შემსწავლელი საზოგადოება, რომლებიც ინტერესდება ცხოველებზე ეთიკური ექსპერიმენტებით, მათ შორის 3Rs (ჩანაცვლება, დახვეწა და შემცირება) მეთოდით. ასოციაცია აფინანსებს მკვლევრებს თავის მისიასთან შესაბამის ღონისძიებებზე დასასწრებად. იხილეთ ბმული.
36. Ekhagastiftelsen არის შვედური ფონდი, რომელიც ეძღვნება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკეთესი საკვების, ბუნებრივი მედიკამენტების და სამკურნალო პრაქტიკის შემუშავების გზით და მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ წარმოებულ კვლევებს. ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს პროექტებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ, აქტიურ მკურნალობაზე და არა სიმპტომების წინააღმდეგ მიმართულ რეაქტიულ მკურნალობაზე. კვლევის დაფინანსების კონკურსები ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოს მკვლევრებისთვის; იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ ევროპაში, რეკომენდებულია, ჰყავდეთ შვედური კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორად. ფონდს კონკურსებს აცხადებს ყოველწლიურად მაისში. იხილეთ ბმული.
37. Myrovlytis Trust არის ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება იშვიათი დაავადებების კვლევას და ემსახურება საზოგადოების მეტად ჩართულობას სამედიცინო და მოლეკულურ გენეტიკაში. Trust აფინანსებს დოქტორანტებს, საპილოტე კვლევებს, საზოგადოების ჩართულობის გრანტებს და სამოგზაური გრანტებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
38. Thermo Fisher Scientific Inc. არის სამეცნიერო აპარატურის, რეაგენტების, სახარჯი მასალებისა და პროგრამული მომსახურების მიმწოდებელი. თავისი Oncomine კლინიკური კვლევის საგრანტო პროგრამის მეშვეობით, კომპანია აფინანსებს მკვლევრების მიერ ინიცირებულ კვლევებს და საგანმანათლებლო პროექტებს ონკოლოგიასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში მოლეკულური ტესტირების შესახებ, გრძელვადიანი კლინიკური შედეგების გაუმჯობესების მისაღწევად. იხილეთ ბმული.
39. The American Epilepsy Society (AES) ამერიკის ეპილეფსიის საზოგადოება (AES) არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ეპილეფსიის შესახებ ცოდნის გაზრდას, დიაგნოზს, შესწავლას, პრევენციას, მკურნალობასა და განკურნებას. საზოგადოება მხარს უჭერს ექიმებს, მეცნიერებს, მოწინავე პრაქტიკოსებს, ექთნებს, ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, ინჟინრებს, ფარმაცევტებს, ადვოკატებს და სხვა პროფესიონალებს ეპილეფსიის კვლევაში ყოვლისმომცველი კვლევების ჩასატარებლად. იხილეთ ბმული.
40. The Howard Hughes Medical Institute (HHMI) ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი (HHMI) არის ბიოსამედიცინო კვლევების მთავარი დამფინანსებელი, ფონდს აქვს მთელი რიგი პროგრამები მკვლევარებისთვის მთელ მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
41. The National Institutes of Health (NIH) ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) სააგენტო აფინანსებს ბიოსამედიცინო სფეროში მომუშავე მკვლევარებს, ძირითადად აშშ-ში, თუმცა ზოგიერთ კონკურსი ღიაა საერთაშორისო მკვლევრებისთვის. იხილეთ ბმული.
42. The Melanoma Research Alliance (MRA) მელანომის კვლევის ალიანსი (MRA) არის მელანომის კვლევის უმსხვილესი არაკომერციული დამფინანსებელი. ალიანსი აფინანსებს მელანომის მკვლევარებს მთელ მსოფლიოში მრავალი დაფინანსების სქემით. იხილეთ ბმული.
43. The Marfan Foundation მარფანის ფონდის მისიაა მარფანის სინდრომისა და აორტის სხვა გენეტიკური დაავადების მქონე პირთა სიცოცხლის გადარჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ფონდის დაფინანსების პროგრამა მხარს უჭერს კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფ მარფანის სინდრომზე მომუშავე მკვლევარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იხილეთ ბმული.
44. The Crohn’’s & Colitis Foundation კრონის და კოლიტის ფონდი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე ადამიანების განკურნებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ფონდი აფინანსებს კვლევებისა და მკვლევარების ფართო სპექტრს. სტუდენტური და დოქტორანტურის სტიპენდიები მოითხოვს კვლევის ჩატარებას აშშ-ში; კვლევით გრანტებზე განაცხადები მიიღება მთელი მსოფლიოდან. გრანტების უმეტესობისთვის გამოყოფილია წელიწადში დაფინანსების ორი ვადა- განზრახვის წერილები მიიღება მაისსა და ნოემბერში. იხილეთ ბმული.
45. The Genetics Society გენეტიკის საზოგადოება არის გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება, რომელიც ახორციელებს კვლევას, ტრენინგებს, სწავლებასა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას გენეტიკის ყველა სფეროში. იხილეთ ბმული.
46. The Association for Frontotemporal Degeneration (AFTD)ასოციაცია ცდილობს ფრონტტემპორალური დეგენერაციით (FTD) დაზარალებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი სხვადასხვა აქტივობით გააუმჯობესოს, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით FTD-ზე მომუშავე, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი მკვლევარების მხარდაჭერით. იხილეთ ბმული.
47. The International Association for Dental Research (IADR) სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაცია (IADR) ეძღვნება სტომატოლოგიური და ორალური კვლევის ხელშეწყობას მთელ მსოფლიოში. IADR მხარს უჭერს სტომატოლოგიურ კვლევას კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი სტომატოლოგების კვლევების დაფინანსების გზით. იხილეთ ბმული.
48. The Osteosarcoma Institute ოსტეოსარკომის ინსტიტუტი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი ოსტეოსარკომის კვლევისთვის. ინსტიტუტის მისიაა ოსტეოსარკომის მქონე პაციენტებში მკურნალობის ვარიანტებისა და გადარჩენის მაჩვენებლების გაზრდა, ოსტეოსარკომის ყველაზე პერსპექტიული კლინიკური კვლევებისა და მეცნიერების აღმოჩენისა და დაფინანსების გზით. ინსტიტუტის კვლევითი ფონდები ღიაა ოსტეოსარკომაზე მომუშავე მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
49. The Misophonia Research Fund არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია სამეცნიერო მიღწევების გაუმჯობესებასა და მიზოფონიით დაავადებულთა ტანჯვის დასრულებაზე. ფონდი მხარს უჭერს მკვლევარებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც მუშაობენ მიზოფონიაზე. იხილეთ ბმული.
50. The Autism Science Foundation არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული კორპორაცია, რომელიც ორგანიზებულია საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ფონდი აფინანსებს აუტიზმის მკვლევარებს აშშ-ში და საერთაშორისო დონეზე. იხილეთ ბმული.
51. The St. Baldrick’s სენტ ბალდრიკის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აფინანსებს ბავშვთა კიბოს კვლევებს მსოფლიო მასშტაბით. იხილეთ ბმული.
52. The Wellcome Trust არის ბრიტანეთში დაფუძნებული ბიოსამედიცინო კვლევების დამფინანსებელი მთავარი საქველმოქმედო ფონდი. სერ ჰენრი უელკომის მიერ დაარსებული ფონდი დღეს 26,8 მილიარდი GBP-ით ფინანსდება. 2021 წელს The Trust-მა ახალი სტრატეგია მიიღო მეცნიერების მხარდასაჭერად, რათა გადაჭრას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი გამოწვევები. კვლევის პროცესში უშუალოდ დაზარალებულთა ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს ამ გამოწვევების უკეთ გაგებასა და გადაჭრას. დაფინანსება ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთის, ირლანდიის და მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული დაბალი/საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მკვლევრებისთვის. იხილეთ ბმული.
53. The American Association for the Study of Liver Diseases (AASLD) Foundation ღვიძლის დაავადებების შესწავლის ამერიკული ასოციაცია (AASLD) არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში და ეძღვნება ჰეპატოლოგიურ კვლევებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ და მკურნალობენ ღვიძლის დაავადებებს. ფონდის კვლევითი დაფინანსების პროგრამა ღიაა აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში მცხოვრები მკვლევარებისთვის, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ღიაა საერთაშორისო მკვლევარებისთვისაც. იხილეთ ბმული.
54. The European Hematology Association (EHA) ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაცია (EHA) არის წევრი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ნიდერლანდებში და ხელს უწყობს სრულყოფილებას მიღწევას პაციენტის მოვლის, კვლევისა და ჰემატოლოგიურ განათლებაში. EHA ემსახურება ევროპულ ჰემატოლოგიას და ევროპელ ჰემატოლოგებს მრავალი პროგრამით, მათ შორის კვლევის დაფინანსებით. კვლევის დაფინანსება ხელმისაწვდომია ადრეული კარიერის EHA წევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ევროპის კვლევით ინსტიტუტებში. იხილეთ ბმული.
55. Action for A-T არის ბრიტანეთში დაფუძნებული ფონდი, რომელიც ეძღვნება სამედიცინო კვლევებს და ატაქსიის ტელანგიექტაზიისთვის (A-T) სამკურნალო საშუალებების განვითარებას. ფონდი აფინანსებს ყველაზე პერსპექტიულ ატაქსიის კვლევის პროექტებს. იხილეთ ბმული.
56. The Children´s Tumor Foundation არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მისიაა გააუმჯობესოს ნეიროფიბრომატოზით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი კვლევის, ცოდნის გაფართოებისა და NF საზოგადოებაზე წინასწარი ზრუნვის გზით. ფონდი აფინანსებს მკვლევარებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის გრანტები აქვთ დამწყები მკვლევრებისთვის. იხილეთ ბმული.
57. The International Society for Heart and Lung Transplantation (ISHLT) გულისა და ფილტვის ტრანსპლანტაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISHLT) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება გულის ან ფილტვის დაავადების მქონე პაციენტების მოვლის გაუმჯობესებას ტრანსპლანტაციისა და ინოვაციური თერაპიის გზით; ასევე ახორციელებს კვლევას განათლებისა და ადვოკატირების მეშვეობით. საზოგადოება თავის წევრებს მხარს უჭერს კვლევითი გრანტებით ჯილდოებითა და სტიპენდიებით. იხილეთ ბმული.
58. The American Parkinson Disease Association არის აშშ-ში დაფუძნებული ქსელი, რომელიც ეძღვნება პარკინსონის დაავადებას. ასოციაცია აფინანსებს პარკინსონის დაავადებაზე მომუშავე მკვლევრებს როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში, აქვს აგრეთვე პოსტდოქტორანტურის გრანტები და სტიპენდიები. იხილეთ ბმული.
59. The Society for Vascular Surgery (SVS) სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოება (SVS) არის არაკომერციული პროფესიული სამედიცინო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში. საზოგადოება და მისი ფონდი, SVS Foundation, მხარს უჭერს კვლევებს სისხლძარღვთა ქირურგიაში; მისი წევრების კარიერულ განვითარებას სტიპენდიების, სამოგზაურო და კვლევის გრანტების მეშვეობით. იხილეთ ბმული.
60. The Fanconi Anemia Research Fund (FARF) არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება ფანკონის ანემიის მკურნალობისა და განკურნების გზების ძიებას. ფონდი მხარს უჭერს მკვლევრებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
61. The Jeffrey Modell Foundation ჯეფრი მოდელის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება პირველადი იმუნოდეფიციტის ადრეულ და ზუსტ დიაგნოსტირებას, მკურნალობას და საბოლოოდ, პირველადი იმუნოდეფიციტის განკურნებას, კლინიკური და საბაზისო კვლევებით, ექიმების განათლებით, პაციენტების დახმარებით, ადვოკატირებით, საზოგადოების ინფორმირებულობით და ახალშობილთა სკრინინგის დაფინანსების გზით. ფონდი აფინანსებს პირველადი იმუნოდეფიციტის კვლევებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
62. The Muscular Dystrophy Association (MDA) კუნთოვანი დისტროფიის ასოციაცია (MDA) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება კუნთოვანი დისტროფიის, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ALS) და მასთან დაკავშირებული ნეირომუსკულური დაავადებების მკურნალობისა და განკურნების დაჩქარების პროცესს. ასოციაცია აფინანსებს კვლევებს და მკვლევრებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
63. The American Academy of Child and Adolescent Psychiatry (AACAP) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკული აკადემია (AACAP) ხელს უწყობს ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახების ჯანსაღ განვითარებას ადვოკატირების, განათლებისა და კვლევის მეშვეობით. აკადემია ხელს უწყობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრების კარიერასა და პროფესიულ განვითარებას მათ შორის კვლევითი პროგრამებით. ჯილდოები და დაფინანსება ხელმისაწვდომია მხოლოდ AACAP-ის წევრებისთვის. იხილეთ ბმული.
64. CurePSP - აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, იკვლევს ნეიროდეგენერაციას, მათ შორის პროგრესირებად სუპრაბირთვულ დამბლას (PSP), კორტიკობაზალური დეგენერაციის (CBD) მრავალჯერად სისტემებს, ატროფიასა (MSA) და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. ორგანიზაცია აფინანსებს PSP კვლევებს და მკვლევრებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
65. ლეიკემიის კვლევის ფონდი (The Leukemia Research Foundation) - აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ყველა სახეობის სისხლის კიბოს აღმოფხვრას, სისხლის კიბოს გამომწვევი მიზეზების კვლევისა და მკურნალობის დაფინანსებას ხემისაწვდომია ჰემატოლოგიის ონკოლოგიის მკვლევრებისთვის მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
66. Oxalosis & Hyperoxaluria Foundation (OHF)- აშშ-ში დაფუძნებული ქსელი, რომელიც ეძღვნება ყველა სახის ჰიპეროქსალურიის განკურნების გზების ძიებას. ფონდი სტიპენდიებითა და კვლევითი გრანტებით აფინანსებს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ ოქსალოზისა და ჰიპეროქსალურიის კვლევებზე როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
67. The American Federation for Aging Research (AFAR) - აშშ-ში დაფუძნებული ქსელი, რომელიც ემსახურება ჯანსაღი დაბერების პროცესის ხელშეწყობას. ფედერაცია სტიპენდიებითა და კვლევითი გრანტებით აფინანსებს ჯანსაღ დაბერებაზე მომუშავე მკვლევრებს როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
68. The National MPS Society - აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მუკოპოლისაქარიდოზის (MPS) და მუკოლიპიდოზის (ML) მქონე ადამიანების განკურნებას, მხარდაჭერას და ადვოკატირებას. MPS და ML არის იშვიათი გენეტიკური ლიზოსომური დაავადება (LSD), რომლებიც გამოწვეულია სხეულის უუნარობით წარმოქმნას სპეციფიკური ფერმენტები. საზოგადოება აფინანსებს კარიერის ნებსმიერ ატაპზე მყოფ მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ MPS-სა და ML-ზე. იხილეთ ბმული.
69. The CHDI Foundation არის არაკომერციული ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში დაეძღვნება ჰანტინგტონის დაავადებისთვის წამლის შემუშავებას. ამ მისიას ფონდი რამდენიმე სტრატეგიით აღწევს, მათ შორის მსოფლიოში ჰანტინგტონის დაავადებაზე მომუშავე მკვლევარებთან მუშაობითა და დაფინანსებით. იხილეთ ბმული.
70. VinFuture Foundation - არაკომერციული დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც დაფუძნებულია ვიეტნამში, VinFuture-ის სტიპენდიები მოიცავს მთავარ ჯილდოსა და სამ სპეციალურ ჯილდოს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის: პრიზების მიღება შეუძლიათ ქალ ინოვატორებს განვითარებადი ქვეყნებიდან. იხილეთ ბმული.
71. The Human Growth Foundation (HGF) - აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, იკვლევს ბავშვებსა და მოზრდილებში ძვლის დარღვევებსა და ზრდის ჰორმონის დეფიციტს. ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ ადამიანის ზრდაზე. იხილეთ ბმული.
72. The Association for Assessment and Accreditation of Laboratory Animal Care International (AAALAC International) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ცხოველთა ჰუმანურ მოპყრობას. მათი კვლევებში ნებაყოფლობითი გამოყენებისთვის. ორგანიზაციას აქვს ჯილდოები მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცხოველებზე ექსპერიმენტების 3R-ზე (ჩანაცვლება, შემცირება, დახვეწა). იხილეთ ბმული.
73. The Society for Immunotherapy of Cancer (SITC) კიბოს იმუნოთერაპიის საზოგადოება (SITC) - აშშ-ში დაფუძნებული სწავლული საზოგადოება, რომელიც ემსახურება კიბოს იმუნოთერაპიას. საზოგადოება აფინანსებს პოსტდოქტორანტებს, რომლებიც მუშაობენ კიბოს იმუნოთერაპიაზე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
74. The European Association for Cancer Research (EACR) კიბოს კვლევის ევროპული ასოციაცია (EACR) - ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მისიაა „კიბოს კვლევის განვითარება საზოგადოების სარგებლისთვის, ,,ძირითადი კვლევებით პრევენციიდან, მკურნალობამდე და ზრუნვამდე“. ასოციაცია მხარს უჭერს თავის წევრ მკვლევრებს მთელ მსოფლიოში და ასევე-კიბოს კვლევებს ევროპაში. იხილეთ ბმული.
75. The Cystinosis Research Foundation ცისტინოზის კვლევის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც იკვლევს ამ იშვიათ გენეტიკურ აშლილობს, რომელიც ხასიათდება უჯრედებში ამინომჟავის ცისტინის დაგროვებით. ფონდი აფინანსებს ცისტინოზზე მომუშავე მკვლევარებს მთელ მსოფლიოში სტიპენდიებითა და კვლევითი გრანტებით. იხილეთ ბმული.
76. The Human Immunome Project (formerly known as the Human Vaccines Project - აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას სისტემური ბიოლოგიის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმის გზით იკვლევს. ორგანიზაცია მხარს უჭერს მკვლევრებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც მუშაობენ ახალი ვაქცინების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემუშავების გზებზე. იხილეთ ბმული.
77. The International Organization for the Study of Inflammatory Bowel ნაწლავის ანთებითი დაავადების შესწავლის საერთაშორისო ორგანიზაცია. ემსახურება ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის (IBD) პაციენტთა მოვლის კვლევას, განათლებისა და კვლევის მხარდაჭერით. ორგანიზაცია მისი წევრებისთვის გასცემს კვლევით და სამოგზაურო გრანტებს. იხილეთ ბმული.
78. The European Alliance of Associations for Rheumatology (EULAR) რევმატოლოგიის ასოციაციების ევროპული ალიანსი (EULAR) არის შვეიცარიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ართრიტსა და რევმატიზმს. EULAR თავის წევრებს მხარს უჭერს მცირე კვლევის გრანტებითა და სამოგზაურო გაცვლითი გრანტებით. იხილეთ ბმული.
79. The Aplastic Anemia and MDS International Foundation (AAMDSIF) აპლასტიკური ანემიისა და MDS საერთაშორისო ფონდი (AAMDSIF) დაფუძნებულია აშშ-ში და მხარს უჭერს საერთაშორისო კვლევებს, რომლებიც ეძღვნება ძვლის ტვინის დარღვევებს. ფონდი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ დარღვევებზე: აპლასტიკური ანემია (ფოკუსირება შეძენილზე); მიელოდისპლასტიკური სინდრომები (MDS); მიელოდისპლასტიკური სინდრომებისა და მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზმების (MDS/MPN) გადახურვა; პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია (PNH); სუფთა წითელი უჯრედების (PRCAp). იხილეთ ბმული.
80. The Helen Hay Whitney Foundation ჰელენ ჰეი უიტნის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ბიოსამედიცინო მეცნიერებებში მომუშავე პოსტდოქტორანტებს, ეხმარება მათ ჩაატარონ თავიანთი კვლევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. არაამერიკელმა მოქალაქეებმა კვლევა უნდა ჩაატარონ აშშ-ში. განაცხადები ყოველწლიურად იხსნება აპრილში და იხურება ივნისში. იხილეთ ბმული.
81. The International Society of Infectious Diseases (ISID ინფექციურ დაავადებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISID) - აფინანსებს ჯანდაცვის მუშაკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებს მთელ მსოფლიოში. საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ შეზღუდული რესურსები და ინფექციური დაავადებების გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ არიან. შესაძლებლობას აძლევენ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან დამწყებ მკვლევრებს ევროპულ ინსტიტუტებში ჩაატარონ კვლევა. იხილეთ ბმული.
82. The European Society for Clinical Microbiology and Infectious Diseases (ESCMID) კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული საზოგადოება (ESCMID) არის ევროპის წამყვანი საზოგადოება კლინიკურ მიკრობიოლოგიასა და ინფექციურ დაავადებების კვლევაში. ESCMID მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას. იხილეთ ბმული.
83. The FIP Foundation არის ფილანტროპიული ჯგუფი. ფონდი მხარს უჭერს ფარმაცევტთა და ფარმაცევტ მეცნიერთა განათლებას და კვლევას მედიკამენტების დიზაინის, განვითარების, წარმოების, დისტრიბუციის ზოგად სფეროებში. ფონდი აფინანსებს კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფ ფარმაცევტებს ან ფარმაცევტ მეცნიერებს, ან ფარმაციის სტუდენტებს მთელ მსოფლიოში სამოგზაურო და კვლევითი გრანტებით. იხილეთ ბმული.
84. The Cure JM Cure JM Foundation არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება არასრულწლოვანთა მიოზიტის (JM) განკურნებასა და უკეთესი მკურნალობის გზების პოვნას, ასევე JM-ით დაზარალებული ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას. ფონდი აფინანსებს მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ JM-ზე. იხილეთ ბმული.
85. The Alzheimer’s Association ალცჰეიმერის ასოციაცია არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეძღვნება ალცჰეიმერის და ყველა სხვა დემენციის ფორმების აღმოფხვრას. მთელ მსოფლიოში აფინანსებს გლობალურ კვლევებს, რომლებიც გამიზნულია რისკის შემცირებასა და ადრეული გამოვლენის აღმოჩენაზე; ასევე მაქსიმალურად ხარისხანი მოვლის მხარდაჭერაზე. იხილეთ ბმული.
86. The Dementia Discovery Fund (DDF) არის სპეციალიზებული ფონდი, რომელიც აფინანსებს ბიოტექნოლოგიურ კომპანიებში ასაკთან დაკავშირებული დემენციის მაღალი ზემოქმედების თერაპიული საშუალებების შექმნას. იხილეთ ბმული.
87. Biotest გერმანიაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც იკვლევს სისხლის და იმუნურ დაავადებებს. როგორც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილი, კომპანია გასცემს ყოველწლიურ ჯილდოს ინოვაციური იდეებისთვის და იმ მკვლევარებზე, რომლებიც პოლივალენტური იმუნოგლობულინების იმუნოლოგიურ ეფექტებს (IgG, IgA და IgM) იკვლევენ. იხილეთ ბმული.
88. The Orphan Disease Center at the University of Pennsylvania’s School of Medicine არის იშვიათი დაავადებების კვლევის გლობალური დამფინანსებელი, რომლიც მიზნად ისახავს იშვიათი დაავადებების კვლევა გახადონ თანამშრომლობითი, მდგრადი და ხელმისაწვდომი. ფოკუსირებულია რამდენიმე ფართო კვლევის სფეროზე, მათ შორის: პედიატრიული ეპილეფსია და ნეიროგანვითარება, ლიზოსომური შენახვის დარღვევები, მოტორული ნეირონების დარღვევები და ღვიძლის მეტაბოლური დარღვევები. იხილეთ ბმული.
89. Barth Syndrome Foundation ბარტის სინდრომის ფონდი ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას განათლებისა და ბარტის სინდრომის (BTHS) განკურნების გზების ძიებით. ფონდი გასცემს გრანტებს და მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
90. The Letten Foundation ლეტენის ფონდი ნორვეგიაში დაფუძნებული ფონდი ხელს უწყობს საბაზისო კვლევებს თანდაყოლილი დეფექტებისა და ფსიქიკური დაავადებების გარკვეული ასპექტების კვლევის სფეროში, რაც ზრდის ტვინის სტრუქტურის შესახებ ცოდნას. ფონდი ასევე პრიორიტეტს ანიჭებს ჯანმრთელობის ეფექტების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან და სხვა კატასტროფებთან. Letten Prize არის ორწლიანი ჯილდო, რომელიც აფასებს ახალგაზრდა მკვლევართა წვლილს ჯანმრთელობის, განვითარების, გარემოს დაცვისა და თანასწორობის სფეროებში. იხილეთ ბმული.
91. SynGAP Research კვლევითი ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება იშვიათი დაავადების, SynGAP1 სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ფონდი მხარს უჭერს მკურნალობის, თერაპიისა და დამხმარე სისტემების კვლევასა და განვითარებას. აფინანსებს კვლევითი გრანტებით იმ ექიმებსა და მკვლევარებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ SynGAP1 სინდრომზე. საგრანტო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ. განაცხადის მიღების პროცესი პირველ მარტამდე ან პირველ სექტემბრამდე სრულდება. იხილეთ ბმული.
92. The World Diabetes Foundation (WDF) დიაბეტის მსოფლიო ფონდი (WDF) დაარსებულია Novo Nordisk A/S-ის მიერ 2002 წელს. ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მოვლის პროექტების გლობალური დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. იხილეთ ბმული.
93. The European Society for Medical Oncology (ESMO) ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოება (ESMO) არის სამედიცინო ონკოლოგიის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში, ჰყავს 25000-ზე მეტი წევრი მთელ მსოფლიოში. ESMO-ს ძირითადი მისიაა კიბოს მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება, პრევენცია- დიაგნოსტიკიდან პალიატიურ მზრუნველობამდე და პაციენტის შემდგომ დაკვირვებამდე. ESMO თავის წევრებს სთავაზობს კარიერულ მხარდაჭერას სტიპენდიებითა და სამეცნიერო მიღწევების აღიარების გზით. იხილეთ ბმული.
94. LEO Foundation არის დანიის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ფონდი და ასოცირდება ფარმაცევტულ კომპანია LEO Pharma-სთან. ფონდი მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ კანის დაავადებებზე. ლეო ფონდი აფინანსებს კვლევით გრანტებსა და ჯილდოებს, რაც ეხება კანის სხვადასხვა დაავადების უკეთეს დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და განკურნებას. იხილეთ ბმული.
95. The PKD Foundation არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება თირკმლის პოლიკისტოზური დაავადებების კვლევას (PKD). ფონდი მხარს უჭერს მთელ მსოფლიოში მკვლევრებს, რომლებიც ავითარებენ ცოდნას თირკმელების პოლიკისტოზური დაავადების შესახებ. იხილეთ ბმული.
96. The Kidney Cancer Association (KCA) თირკმლის კიბოს ასოციაცია (KCA) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება თირკმლის კიბოს კვლევას. მისი მისიაა იყოს გლობალური საზოგადოება, რომელიც მოემსახურება პაციენტებსა და მათ მომვლელებს. საგრანტო განაცხადები ღიაა თირკმლის კიბოს მკვლევარებისთვის მთელი მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
97. The National Rosacea Society (NRS) როზაცეას ნაციონალური საზოგადოება (NRS) არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიაა: გაზარდოს როზაცეას შესახებ ცნობიერება. მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ ტიპის აშლილობის შესახებ. წაახალისოს და მხარი დაუჭიროს სამედიცინო კვლევებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განკურნების პროცესის გაუმჯობესება, მისი მართვა, პრევენცია და პოტენციური განკურნება. იხილეთ ბმული.
98. The American Academy of Dermatology დერმატოლოგიის ამერიკული აკადემია არის აშშ-ში დაფუძნებული დერმატოლოგიური ასოციაცია, რომელიც ეძღვნება კანის, თმისა და ფრჩხილების დიაგნოსტიკისა და სამედიცინო, ქირურგიული და კოსმეტიკური მკურნალობის განვითარებას; აკადემია მხარს უჭერს დერმატოლოგიურ კვლევას მრავალფეროვანი დაფინანსების პორტფელით მთელს მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
99. Ovarian Cancer Research Alliance (OCRA) არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც შეიწავლის საკვერცხის კიბოს. მხარს უჭერს და მკვლევარებს როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
100. Hydrocephalus Association არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ში და იკვლევს ჰიდროცეფალიას. ასოციაცია აფინანსებს მსოფლიოში გავლენიან კვლევებს, უზრუნველყოფს მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსებს პაციენტებისა და მომვლელებისთვის, ასევე ჰიდროცეფალური საზოგადოების სახელით, ახორციელებს ძირითადი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებას. იხილეთ ბმული.
101. The Lung Cancer Research ფილტვის კიბოს კვლევის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიაა გააუმჯობესოს ფილტვის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდები კვლევების დაფინანსებით. ფონდი მხარს უჭერს ფილტვის კიბოს მკვლევრებს მთელ მსოფლიოში. იხილეთ ბმული.
102. The National Eczema Association ეგზემის ეროვნული ასოციაცია არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ეგზემას. მათ შორის ეგზემით დაზარალებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და დაავადების შესახებ ჩვენი ცოდნის გაუმჯობესებას. ასოციაცია აფინანსებს რამდენიმე კვლევით გრანტს კონკურსები ცხადდება ყოველწლიურად ივლისში. იხილეთ ბმული.
103. The European Academy of Dermatology and Venerology (EADV) ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემია (EADV) არის შვეიცარიაში დაფუძნებული სწავლული საზოგადოება, რომელიც იკვლევს კანისა და ვენერიულ დაავადებებს, მათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას და თავის წევრებს უზრუნველყოფს კვლევითი გრანტებით, სამოგზაურო გრანტებითა და სტიპენდიებით. იხილეთ ბმული.
104. Michelson Medical Research Foundation (MMRF) მხარს უჭერს მკვლევარებს, იდეები გადააქციონ თერაპიებად. MMRF-ის დაფინანსების პროგრამებმა ხელი შეუწყო ინფექციურ და დეგენერაციულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლას, მოწინავე ქირურგიულ ტექნოლოგიების შემუშავებას, ცხოველების ეთიკურ მოპყრობას მედიცინაში და მრავალი სხვა პრაქტიკას. იხილეთ ბმული.
105. TeamConnor არის აშშ-ში დაფუძნებული კიბოს კვლევის ფონდი, რომელიც ეძღვნება ბავშვთა სიმსივნეების კვლევას. ფონდი ორიენტირებულია კიბოს ყველაზე აგრესიული და განუკურნებელი სახეობების გაგებასა და მკურნალობაზე (ტვინის სიმსივნეები, ძვლის სიმსივნეები (ოსტეოსარკომა) და ნეირობლასტომა). იხილეთ ბმული.
106. The Pediatric Brain Tumor Foundation ტვინის სიმსივნეების პედიატრიული ფონდი ამერიკული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ემსახურება ბავშვთა ტვინის სიმსივნეების კვლევას. გრანტები ღიაა მკვლევრებისთვის მთელ მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
107. The British Society for Paediatric and Adolescent Dermatology (BSPAD) ბრიტანეთის ბავშვთა და მოზარდთა დერმატოლოგიისსაზოგადოება (BSPAD) არის გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებული სწავლული საზოგადოება, რომელიც ეძღვნება მაღალი ხარისხის სამედიცინო სამეცნიერო კვლევებს პედიატრიულ და მოზარდთა დერმატოლოგიაში. საზოგადოება თავის წევრებს უფინანსებს საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობებსა და კვლევებს. იხილეთ ბმული.
108. The American Association for Thoracic Surgery (AATS) Foundation ამერიკის გულმკერდის ქირურგიის ასოციაცია (AATS) მხარს უჭერს კარდიოქირურგებს კვლევასა და განათლებაში. AATS ფონდი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო და კვლევით გრანტებს ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
109. Pablove Foundation არის აშშ-ში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მისიაა ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ფონდი აფინანსებს ბავშვთა ონკოლოგიაში ინოვაციურ კვლევებს მთელი მსოფლიო მასშტაბით. იხილეთ ბმული.
110. Sarcoma Foundation of America ამერიკის სარკომის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება სარკომით დაავადებულთა ადვოკატირებას, აფინანებს კვლეების და ემსხურება დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფონდი მხარს უჭერს სარკომის მკვლევარებს აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ. იხილეთ ბმული.
111. The RISE Research and Awards Center (RISE კვლევისა და ჯილდოების ცენტრი) სახის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ამერიკული აკადემიია (AAFPRS) მხარს უჭერს თავის წევრებს კვლევების დაფინანსებითა და ჯილდოებით. იხილეთ ბმული.
112. The Scleroderma Foundation სკლეროდერმის ფონდი არის აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება სკლეროდერმის მხარდაჭერასა და კვლევას. ფონდი უზრუნველყოფს კვლევით გრანტებს დამწყები და გამოცდილი მკვლევრებისთვის - პრედოქტორანტურის საზაფხულო სტიპენდიის პროგრამით და გამოცდილ მკვლევარათა საგრანტო კონკურსით; კონკურსები ღიაა აპლიკანტებისთვის მთელი მსოფლიოდან. იხილეთ ბმული.
113. The Angelman Syndrome Alliance (ASA) ანგელმანის სინდრომის ალიანსი (ASA) არის არაკომერციული ორგანიზაცია. ქსელი მოიცავს თითქმის მთელ მსოფლიოს. ფონდის საქმინობა ორიენტირებულია ანგელმანის სინდრომის მქონე ადამიანების, მათი ოჯახის წევრების, მომვლელებისა და კლინიკების მხარდაჭერაზე. ASA ცალსახა მიზანია ანგელმანის სინდრომის შესახებ სამეცნიერო ცოდნის განვითარება. იხილეთ ბმული.
114. AMEE, An International Association for Medical Education, (AMEE) ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE); ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის განვითარებას ჯანდაცვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობით; ჯანდაცვის პროფესიონალების, პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობით, ასევე სტიპენდიებითა და გრანტებით. იხილეთ ბმული.