განცხადებები
VII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
2024 წლის 25–26 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. სიმპოზიუმის მიზანია გააზრება, ანალიზი და შეფასება რომის კათოლიკური ეკლესიისა და ქართველ კათოლიკეთა საქმიანობის მნიშვნელობისა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების კონტექსტში.
სიმპოზიუმი ეძღვნება წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წლისთავს.
კონფერენციის მასალები გამოიცემა თეზისების კრებულად.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და იტალიური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
-
2024 წლის 10 აპრილი – რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ონლაინ ბმულზე:
https://forms.gle/rtYfSF1ixAcT93rC6
ან ჩამოტვირთეთ ფორმა აქედან და გაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
conference@sabauni.edu.ge -
2024 წლის 20 მაისი – ძირითადი მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა
VIII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
2025 წლის 17-18 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება; სიმპოზიუმი ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.
აკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2025 წლის 10 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2025 წლის 25 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.