სხვა სერვისები
შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო პროგრამები და გარემო პირობები
საბაუნიში შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებისთვის სპეციალური პირობებია შექმნილი. სასწავლო ინფრასტრუქტურა და პროგრამები სრულად ადაპტირებულია შესაბამის საჭიროებებთან.
უცხო ენის კურსები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი პერიოდულად თავის სტუდენტებს სთავაზობს ევროპული ენების შემსწავლელ კურსებს. დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით დაესწროს ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენების გაკვეთილებს და გაიუმჯობესოს მოსმენისა და საუბრის უნარები.